სააკაშვილმა ქართველი მიტროპოლიტი რუსეთისთვის მუშაობაში დაადანაშაულა

სააკაშვილმა ქართველი მიტროპოლიტი რუსეთისთვის მუშაობაში დაადანაშაულა. ფოტო: УНИАН

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიტროპოლიტ იოანეს პრორუსული დამოკიდებულება აქვს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად დაკავებულია, მკვეთრად უარყოფითად გამოეხმაურა ქუთაისისა და გაენათის მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელის) სიტყვებს მისი შეწყალების ვადების შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აღიარებს თავის დანაშაულს.

ბატონი გამრეკელი უკვე დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ პირდაპირ რუსულად საუბრობს და ისე ქადაგებს, რომ პატრიარქ კირილს მისი პრორუსული განწყობის შეშურდებოდა“, - წერს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეკლესიაში შემოგზავნილი „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლები უნდა ჩამოშორდნენ ქართულ სამღვდელოებას. მან ნდობა გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა უმრავლესობას აქვს „პატრიოტული“ პოზიცია და მხარს დაუჭერენ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ ნაციონალური შერიგების იდეას მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიურ პარტიას, სააკაშვილის მეთაურობით,  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

მჟკ წერდა, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ პატიმარი ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დედა მიიღო.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus