ეპიფანემ პოროშენკო დააჯილდოვა მეუ-სთვის გაწეული დახმარებისთვის

ეპიფანე დუმენკო, მარინა პოროშენკო და პეტრე პოროშენკო. ფოტო: prm.ua

დუმენკომ უკრაინის ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს გადასცა "ჯვარი მეუ-ს შექმნაში გაწეული სამსახურისთვის ".

ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა პეტრო პოროშენკომ და მისმა მეუღლემ მარინამ მიიღეს ჯილდოები მეუ-ს ხელმძღვანელის ეპიფანე დუმენკოსგან, ზეიმების დროს, რომელიც  "გამაერთიანებელი კრების" 3 წლისთავს მიეძღვნა. ეპიფანემ შეაქო უკრაინის ექს-პრეზიდენტი ღვაწლისთვის, როდესაც "ტურბულენტურ ისტორიულ დროში" სქიზმატებმა მოახერხეს ტომოსის მოპოვება.

 „მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლობა ყველას, განსაკუთრებით ჩემი სახელით, ჩვენი ადგილობრივი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით, მადლობა გადავუხადო უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს პეტრო ალექსეევიჩ პოროშენკოს. თქვენ ბევრი გააკეთეთ ,,გამაერთიანებელ კრებაში'' მღელვარე ისტორიულ დროს, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ გაერთიანების კრების ჩატარება და ტომოსის მიღება ავტოკეფალიის მსოფლიო პატრიარქისგან“, - ციტირებს მეუ-ს ხელმძღვანელს ვებგვერდი Korrespondent.net.

ამასთან, მან დაამატა, რომ მადლიერებით გაიხსენებს არა მხოლოდ იმას, რასაც პოროშენკომ მაშინ აკეთებდა მეუ-სთვის, არამედ იმასაც, რასაც აკეთებს ახლა. დუმენკომ უკრაინის ექს-პრეზიდენტს დამსახურებისთვის ჯვარი გადასცა, ორდენი კი მარინა პოროშენკომ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეპიფანე დუმენკომ ღიად დაუჭირა მხარი პეტრო პოროშენკოს: ის მასთან ერთად წავიდა ეგრეთ წოდებულ ტომოს ტურზე, მას მოდელი ლიდერი უწოდა და წმინდა ვლადიმირსაც კი შეადარა. პეტრო პოროშენკოს არჩევნებში წაგების შემდეგ მათი კავშირი არ შეწყვეტილა: უკვე წელს, პატრიარქ ბართლომეს თანდასწრებით, ეპიფანე დუმენკომ მადლობა გადაუხადა პოროშენკოს მეუ-ს შექმნაში შესრულებული როლისთვის, რამაც გამოიწვია მისი მხარდამჭერების მხურვალე აპლოდისმენტები.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus