მიტ. ლუკა: სტამბულის კონვენციას უკრაინა სოდომისკენ და გომორისკენ მიჰყავს

16 დეკემბერი 2021 20:38
23
მელიტოპოლისა და ზაპოროჯიის მიტროპოლიტი ლუკა. ფოტო: hramzp.ua მელიტოპოლისა და ზაპოროჯიის მიტროპოლიტი ლუკა. ფოტო: hramzp.ua

უმე-ს იერარქმა კომენტარი გააკეთა სტამბულის კონვენციის შინაარსზე და უკრაინისთვის მისი რატიფიცირების  შედეგებზე.

სტამბულის კონვენციის ძირითადი იდეა, რომელთანაც უკრაინის შეერთების მომხრედ ვლადიმერ ზელენსკი გამოდის, წარმოადგენს უარის თქმას ღვთის მიერ მოცემულ სქესთა ბუნებრივი განსხვავებების მოდელზე და მისი დამახინჯებული მოდელით შეცვლას, თვლის ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა (კოვალენკო).

 „სტამბულის კონვენციის არსი მდგომარეობს სამართლებრივ დონეზე ქორწინების ცნების, როგორც მამაკაცსა და ქალს  შორის კავშირის, აგრეთვე ოჯახურ ღირებულებებზე ტრადიციული წარმოდგენების განადგურებას, - აღნიშნა მეუფემ თავის Telegram-არხზე.

მისი სიტყვებით, დოკუმენტი გვთავაზობს გენდერული იდენტობის სპეციფიურ გაგებას, რომელიც აგრეთვე ფსიქიკურ ანომალიებსაც მოიცავს.

იერარქმა  წუხილი გამოხატა იმ სიტუაციის გამო, როდესაც სქესობრივი სიმახინჯეების ფორმები მოწოდებული იქნება როგორც ცხოვრების ნორმა, ზოგჯერ ისინი „პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც ხვდებიან“, მაშინ ცოდვა „კანონით იქნება დაცული“. მეუფე ლუკამ ხაზი გაუსვა, რომ ეს დოკუმენტი თავისი არსით  ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებების ართმევს.

 „სტამბულის კონვენცია ეს უკრაინის  სოდომად და გომორად გადაქცევის პროექტია, - დარწმუნებულია ის. - მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტის რატიფიცირებაზე ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება აქაც შეეცდება აჩვენოს თავისი უნარი არა მარტო უმოკლეს ვადებში ქვეყნის ეკონომიკურად გაღარიბებაში, არამედ  ცხოვრების მახინჯი ფორმებით გამდიდრებაშიც. თუ სახელმწიფოს წინა მმართველმა (პეტრე პოროშენკო - რედ.) სახელი გაითქვა იმით, რომ ცდილობდა ეკლესიის თურქებისთვის მიყიდვას (კონსტანტინიპოლის პატრიარქ ბართლომესთან ერთად მეუ-ს შექმნით - რედ.), ამჟამინდელს სურს, რომ გადააჭარბოს თავის წინამორბედს სექსუალური მოდერნიზმის სფეროში და თავის ხალხს ლგბტ-ტომოსი შესთავაზოს“.

მიტროპოლიტმა ლუკამ ყველას მოუწოდა, რომ  ხელი მოაწერონ პრეზიდენტის საიტზე  პეტიციას კონვენციის რატიფიცირების წინააღმდეგ.

მჟკ-ს ექსპერტები არა ერთხელ ხაზს უსვამდნენ, რომ სტამბულის კონვენცია შეიძლება გახდეს ზელენსკის ლგბტ-ტომოსი, ეს დოკუმენტი  თავს ახვევს ბავშვებს არატრადიციული ურთიერთობების იდეოლოგიას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ