უმე(კ)-ში ზელენსკის უწოდეს მორცხვი და არაპატრიოტი

ფილარეტ დენისენკო თავის «ეპისკოპოსებთან» ერთად. ფოტო: cerkva.info

ფილარეტის ოფისმა გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება იმის გამო, რომ არ სურს აღადგინოს კიევის საპატრიარქო, „უცხოური ცენტრებისგან დამოუკიდებელლად“.

2021 წლის 14 დეკემბერს, კიევში, უმე(კ)-ის ვლადიმირის საკათედრო ტაძარში საჯარო ღონისძიებების დროს, „არქიეპისკოპოსმა“ ანდრეი მარუცაკმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და იუსტიციისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები და უწოდა მათ მორცხვი და არაპატრიოტი კიევის საპატრიარქოს რეგისტრაციის აღდგენის სურვილის არ ქონის გამო, იუწყება სქიზმატების ოფიციალური ვებგვერდი.

ის უკრაინის ხელისუფლებას არაშორსმჭვრეტელად მიიჩნევს, რადგან მათ არ ესმით კიევის საპატრიარქოს მნიშვნელობა, „უცხო ცენტრებისგან დამოუკიდებლად“.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოიძებნა ვერც ერთი მამაცი, პატრიოტი ხელისუფლების წარმომადგენელი, პრეზიდენტიდან დაწყებული იუსტიციისა და კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკებით დამთავრებული, რომელიც გადაწყვეტს კიევის საპატრიარქოს რეგისტრაციის დაბრუნების საკითხს“, - განაცხადა მარუცაკმა.

მან ასევე დაადანაშაულა ხელისუფლება საეკლესიო საქმეებში ჩარევაში, რასაც მოჰყვა „ეკლესიის ერთიანობის დარღვევა და უკრაინის საზოგადოების განხეთქილება“. მარუცაკის თქმით, ომის პირობებში ასეთი ინტერვენციები „აზიანებს უკრაინის უსაფრთხოებას და მის დამოუკიდებლობას“.

როგორც მჟკ იტყობინებოდა, ფილარეტმა „აკურთხა“ ფილადელფიის „ეპისკოპოსი“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus