უკრაინის სსს: ქვეყანაში რომის პაპის ვიზიტის ორგანიზება "დღის წესრიგშია"

რომის პაპი ფრანცისკე. ფოტო: cruxnow.com

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვატიკანის ხელმძღვანელის უკრაინაში შესაძლო ვიზიტს ეხმაურება.

რომის პაპ ფრანცისკეს უკრაინაში შესაძლო ვიზიტის ორგანიზება "დღის წესრიგშია". ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების მოთხოვნას პასუხობენ.

„ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში დგას რომის პაპ ფრანცისკეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევით უკრაინაში შესაძლო სამოციქულო ვიზიტის ორგანიზების საკითხი“, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

დიპლომატიური არხები შეიმუშავებენ პაპის ვიზიტის შესაძლებლობებსა და ვადებს „დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად“, დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში 2020 წლის თებერვალში ვატიკანში ვიზიტის დროს მიიწვია. ჯერ არ არის ოფიციალური ინფორმაცია, შედგება თუ არა ეს ვიზიტი. ერთი დღით ადრე, უბკე(უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია) - ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ პაპი შეიძლება უკრაინაში ჩავიდეს უახლოეს მომავალში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus