ბართლომე : მომწონს უკრაინის მთავრობის სურვილი ითანამშრომლოს მეუ-სთან

პატრიარქი ბართლომე და ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ყვებოდა, რომ კიევის წმინდა სოფიოს ტაძარში მსახურების დროს, მას ტომოსის გამო მადლობებს უხდიდნენ.

2021 წლის 6 დეკემბერს, სტამბულში უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ მას მოსწონს უკრაინის ხელისუფლების სურვილი ითანამშრომლოს მეუ-სთან, იუწყება გამომაცემლობა  «Левый берег».

პატრიარქმა ბართლომემ აღნიშნა, რომ მას არ აწუხებს ის, თუ რაში ადანაშაულებენ რუსები, რას იტყვის მასზე ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი ან უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლის მიტროპოლიტი ანტონი.

ამვე დროს ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში და აშშ-ში ვიზიტების შემდეგ მასზე „თავდასხმები“ გახშირდა. ამის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ „ორივე ვიზიტი წარმატებული და კურთხეული იყო“, ხოლო „ჩვენს რუს ძმებს ეს არ აწყობთ“.

ფანარიონის მეთაური აგრეთვე ყვებოდა, რომ ის გაოცებული იყო უკრაინელთა რწმენითა და პატივისცემით: „სადაც არ ვიყავი, ყველგან მადლობას მიხდიდნენ ტომოსისა და ავტოკეფალიის გამო, განსაკუთრებით კიევის სოფიის ტაძართან მსახურების დროს“.

გარდა ამისა, პატრიარქმა ბართლომემ „დაინახა სახელმწიფოს სურვილი ითანამშრომლოს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან“ და ხაზი გაუსვა, რომ მას „ეს მოსწონს“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის მეთაური მიუტევებს უმე-ს საქმეთა მმართველს, მაგრამ მის პრივილეგიებში ეჭვის შეტანას არ დაუშვებს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus