ვინიცის ოლქში არაკანონიერად გადააფორმეს მეუ-ში კიდევ ერთი უმე-ს ტაძარი

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სნიტკოვში. ფოტო: wikipedia.org

ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის "შავი რეგისტრატორი" იგორ სელეცკი აგრძელებს უკანონო გზებით უმე-ს ტაძრების გადაყვანას მეუ-ში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ვიცინის ოლქის სოფელ სნიტკოვში უკანონოდ გადაფორმდა მეუ-ში, იუწყება ტელეგრამ-არხი "დოზორი" "პირველ კოზაცკიზე".

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის არაკანონიერ გადაფორმებაზე სნიტკოვში ადასტურებს სახელმწიფო რეგისტრაციის საიტის მონაცემები.

სნიტკოვში გადაფორმებული თემის მონაცემები სახელმწიფო რეგისტრაციის საიტზე. ფოტო: тг-канал «Дозор на "Первом Казацком"».

როგორც ტელეგრამ-არხის «Дозор на "Первом Казацкомავტორები ვარაუდობენ, უმე-ს ტაძრის მეუ-ში გადაფორმების უკან დგას ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ჩინოვნიკი იგორ სალეცკი.

"ზუსტად ამაზე აფრთხილებდნენ და ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ვინიცის მართლმადიდებელი მაცხოვრებლები ლოცვითი დგომის დროს ვინიცის საოლქო ადმინისტრაციასთან 3 დეკემბერს. ტაძრის უკანონო გადაფორმება არის მეუ-ს რეიდერებისთვის პირდაპირი გზა სიწმინდის ძალისმიერი მიტაცებისთვის. ჩინოვნიკებმა ისევ გადაუხვიეს კანონს და აჩვენეს თავისი ნამდვილი დამოკიდებულება მართლმადიდებელ უკრაინელებთან",- დაწერეს ტელეგრამ-არხზე.

ადრე მჟკ წერდა, რომ ვინიცის ეპარქიის პრეს-მდივანმა თქვა, რომ მეუ-ში გადაჰყავთ უკანონო პროტოკოლებით.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს უმე-ს მორწმუნეებმა ჩაატარეს ლოცვითი დგომა ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან, რათა გაეფრთხილებინათ თემის მოსალოდნელ  გადაფორმებაზე, რაზედაც ახლახანს გახდა ცნობილი, განეცხადებინათ ყველასთვის, მათ შორის ხელისუფლებისთვისაც, დაიცვან უკრაინის კანონი და მოითხოვონ "შავი რეგისტრატორის" იგორ სალეცკის გათავისუფლება.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus