მღვდელი, რომელმაც პაპს ერეტიკოსი უწოდა,ადრე მეუ-ს არაღიარებისკენ მოუწოდებდა

07 დეკემბერი 2021 23:30
70
იოანე დიოტისმა გამოხატა პროტესტი პონტიფიკეს საბერძნეთში ვიზიტის გამო. ფოტო: скриншот с YouTube-канала Global News იოანე დიოტისმა გამოხატა პროტესტი პონტიფიკეს საბერძნეთში ვიზიტის გამო. ფოტო: скриншот с YouTube-канала Global News

ბერძენი მღვდელი, რომელმაც პაპ ფრანცისკეს საჯაროდ ერეტიკოსი უწოდა, აღმოჩნდა პროტოპრესვიტერი იოანე დიოტისი, რომელიც მანამდე ცნობილი გახდა თავისი წერილით, სადაც მეუ დაგმო.

4 დეკემბერს, პაპ ფრანცისკეს ათენის საარქიეპისკოპოსოში ჩასვლის მომენტში, საბერძნეთის ასაკოვანმა მღვდელმა პროტესტი გამოთქვა პონტიფიკოსის ვიზიტის გამო და სამჯერ ხმამაღლა დაიყვირა: „პაპი ერეტიკოსია!“. პოლიციის თანამშრომლებმა მღვდელი მომენტალურად მოაშორეს. როგორც ადგილობრივი მასმედია იუწყებოდა, ის აღმოჩნდა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, 90 წლის იოანე დიოტისი.

მამა იოანე ცნობილია თავისი წერილით ადგილობრივი ეკლესიების წმინდა სინოდების მიმართ, რომელიც მან 2019 წელს დაწერა და მოუწოდა არ აღიარონ მეუ. „აწ შეძრწუნდა ჩემი სული“ (იონ. 12:27) მთელ მართლმადიდებლობაში განხეთქილების ღელვის გამო. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, უკრაინის უმწვავესი და მეტად საშიში პრობლემა - არა ეკლესიის  ავტოკეფალია, არამედ ეკლესიის განხეთქილებაა. თანამედროვე პირობებში ავტოკეფალია უფრო გაამძაფრებს განხეთქილებას და უამრავ სხვა სახის პრობლემას გამოიწვევს. წინასწარ ვჭვრეტ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს გარდა, მსოფლიო საპატრიარქოსთან განხეთქილებამდე  სხვა ავტოკეფალური ეკლესიებიც მივლენ. კიევის საუკუნოვანი საეკლესიო სტატუსი ცალმხრივად ვერ შეიცვლება, არამედ მხოლოდ დაინტერესებულ მხარეთა თანხმობით“, - დაწერა პროტოპრესვიტერმა იოანე დიოტისმა.

ათენის პოლიციის ძალადობრივმა ქმედებებმა 4 დეკემბერს, პაპ ფრამცისკესთან შეხვედრის დროს, ვერ ჩააქრეს მოხუცი მღვდელმსახურის სული. პოლიციელების მიერ ძალით გამოყვანილი და მიწაზე დაცემული, იოანე დიოტისი წამოდგა და გაიმეორა: „პაპი ერეტიკოსია. მან  უნდა შეინანოს! მანამდე კი ის არასასურველი სტუმარია საბერძნეთში“.

პროტოპრესვიტერი იოანე კ. დიოტისი დაიბადა 1930 წელს საბერძნეთის სოფელ პალეოკატუნში. ფლოტში მსახურების შემდეგ მან დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. 1957 წლიდან 40 წელზე მეტი მან იმსახურა ათენის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ტაძარში. იოანე დიოტისი არის საბერძნეთში ცნობილი მართლმადიდებლური გაზეთის „ორთოდოქს ტიპოსის“ თანადამფუძნებელი, საეკლესიო და საერო საპატიო ჯილდოების მფლობელი, რომელთა შორის ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა პავლე მიციქულის ორდენია.

როგორც მჟკ იუწყებოდა, საბერძნეთში რომის პაპმა კათოლიკების შეცდომების გამო მართლმადიდებლებს  ბოდიში მოუხადა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ