რომის პაპმა მოუწოდა მიგრანტების ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ

06 დეკემბერი 2021 22:15
48
რომის პაპის ვიზიტი კუნძულ ლესბოსზე. ფოტო:  vaticannews.va რომის პაპის ვიზიტი კუნძულ ლესბოსზე. ფოტო: vaticannews.va

პონტიფიკოსი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილებს შეხვდა და მათ ევროპულ ქვეყნებში ინტეგრაციისკენ მოუწოდა.

რომის პაპმა ფრანცისკემ საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, ,,მიღებისა და იდენტიფიკაციის ცენტრში’’ ვიზიტისას სოლიდარობა გამოუცხადა ლტოლვილებს, რომლებმაც ვერ იპოვეს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრება სამშობლოში. ამის შესახებ vaticannews.va იუწყება.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ ევროპაში ბევრს უკიდურესობამდე მიყვანილი ლტოლვილების პრობლემის მოგვარება არ სურს.

„ჩვენ უნდა ვებრძოლოთ შორეულ მიზეზებს და არა ღარიბ ადამიანებს, რომლებსაც იყენებენ პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, - თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ.

რომის პაპმა მადლობა გადაუხადა ბერძნებს ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარებისთვის და უსურვა, რომ „ნეტარ ღვთისმშობელმა თვალი აუხილოს ჩვენს მეზობლების ხალხის ტანჯვაზე, რათა დაგვეხმაროს ღვთის შვილების, დების და ძმების ამოცნობაში, რომლებიც უნდა იყვნენ მიღებული, დაცული, მხარდაჭერილი და ინტეგრირებული საზოგადოებაში“.

ეს რომის პაპ ფრანცისკეს მეორე ვიზიტია ლესბოსში. 2016 წლის აპრილში პონტიფიკოსმა მოინახულა ევროპაში ყველაზე დიდი მიგრანტების ბანაკი, მორია, რომელიც მთლიანად დაიწვა 2020 წელს.

მანამდე მჟკ წერდა, რომ კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებმა დაანგრიეს და შეურაცხყვეს მართლმადიდებლური ეკლესია და ეს ყველაფერი ვიდეოზე აღბეჭდეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ