მეუ-ში ჩიოდნენ,რომ კანონში კაპელანებზე ამოიღეს პირდაპირი აკრძალვა უმე-სთვის

07 დეკემბერი 2021 00:04
57
კაპელანი. ფოტო: Укрньюз კაპელანი. ფოტო: Укрньюз

მეუ-ს კაპელანები იმედოვნებენ,რომ მეთაურები და საზოგადოება დააკვირდება,რათა უმე-ს მღვდლებს შეეზღუდოთ ჯარში თავის მრევლთან ურთიერთობა-სახელწოდების შეცვლის კანონის მიხედვით

მეუ-ში უკმაყოფილო არიან, რომ კანონში "სამხედრო კაპელანობის სამსახურის შესახებ" ამოიღეს პუნქტი, რომელიც ფაქტიურად პირდაპირ  უკრძალავს უმე-ს მღვდლებს დამოძღვრონ  თავიანთი ერთგულები ჯარში. დიმიტრი კარანის შესაბამისი კომენტარი, რომელიც არის მეუ-ს ვოლონტერებისა და ვეტერანების სამსახურის განყოფილების თავჯდომარის მოადგილე, 4 დეკემბერს გამოაქვეყნეს უმაღლესი რადას ოფიციალური გაზეთის "უკრაინის ხმის" საიტზე.

კარანი არის უამე-დან გამოსული სამხედრო კაპელანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნული კანონპროექტის დამუშავებაში. როგორც რადას რესურსმა აღნიშნა, "მამა დიმიტრი არის ღირსების რევოლუციის აქტიური მონაწილე, მისი ხმა ისმოდა კიევის მაიდანის სცენიდან, ის სულიერად ემხრობდა მომიტინგეებს, იყო მაიდანის სულიერი საბჭოს წევრი".

მეუ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტიდან, რომელსაც დიდხანს ამზადებდნენ და უთანხმებდნენ, "საბოლოოდ დასკვნით ეტაპზე ამოიღეს ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ეხებოდა მოსკოვის საპატრიარქოს უმე-ს მღვდლებს. და ახლა, მისი სიტყვებით, "მათი წარმომადგენლები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ კანონი შესაძლებლობას აძლევს უმე-ს სამღვდელოებას წავიდეს უკრაინულ ჯარში.  თუმცა უკრაინის 2662 კანონით (ე.წ. კანონი იძულებით გადარქმევაზე,-რედ.) <...> უფლება არა აქვთ იყვნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში".

"იმის გამო, რომ კანონიდან კაპელანობის შესახებ ამოიღეს ეს დაზუსტება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამხედრო მეთაურები, საზოგადოება დააკვირდებიან ამ პროცესს და ყურადღებას მიაქცევენ მოქმედ 2662 კანონს",- დაამატა კარანმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 30 ნოემბერს უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი " სამხედრო კაპელანობის სამსახურის შესახებ". მჟკ-მ გამოაქვეყნა უმე-ს იურიდიული განყოფილების განმარტება მიღებული კანონისა  და მისგან  ამოღებულ ცვლილებაზე.

ადრე მეუ-ს სპიკერმა ევტრატი ზორიამ განაცხადა, რომ უმე-ს მიმართ დისკრიმინაციული ნორმების ამოღება კანონიდან კაპელანობის შესახებ სრულიადაც არ არის საბაბი დაუშვან კანონიკური ეკლესიის მღვდლები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების  დასამოძღვრად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ