ევროკომისიამ გაიწვია ინსტრუქცია, რომელმაც "გააუქმა" შობა

02 დეკემბერი 2021 23:07
76
ევროსაბჭოს კომისარი ჰელენა დალი. ფოტო: официальная Twitter-страница ევროსაბჭოს კომისარი ჰელენა დალი. ფოტო: официальная Twitter-страница

ევროკომისიის კომისარმა ბოდიში მოიხადა "გენდერულ-ნეიტრალური ინკლუზიური ენის" ინსტრუქციის გამო.

ევროკომისია იძულებული გახდა "ინკლუზიური კომუნიკაციის ცნობარის"თაობაზე კრიტიკის ტალღის შემდეგ"გაეკეთებინა ნაბიჯი უკან"   .

ევროპული კომისიის კომისარმა თანასწორ უფლებათა საკითხებში ჰელენა დალიმ წარმოადგინა 30-გვერდიანი სახელმძღვანელო "გენდერულ-ნეიტრალური და ლგბტ-მეგობრული ენის" გამოყენებისთვის. დოკუმენტს აქვს ევროკომისიის შიდა ინსტრუქციის სტატუსი.

შობის დღესასწაულის არდადეგების პერიოდისთვის განსაზღვრული იყო გამოთქმის "დღესასწაულების პერიოდი"-ს გამოყენება. "ჰომოსექსუალებისა" და "ლესბოსელების" ნაცვლად შესთავაზეს "ერთსქესიანი წყვილი", ხოლო "ხელთქმნილი"(man-made-სიტყვა-სიტყვით"შექმნილი ადამიანისგან/ მამაკაცისგან") და "ქალბატონებო და ბატონებო" ივარაუდეს შეეცვალათ "სინთეტიკური" და "კოლეგები" შესაბამისად.

ინსტრუქციამ იტალიური კონსერვატიული გამოცემა «Il Giornale»-ს ყურადღება მიიპყრო. შემდგომ ინსტრუქციის კრიტიკით გამოვიდა რამდენიმე ევროპელი მემარჯვენე პოლიტიკოსი.

დალი, რომელმაც 26 ოქტომბერს Twitter-ში გამოაქვეყნა თავისი სურათები ინსტრუქციებით და სიამაყით დოკუმენტის გამო, ბოდიში მოიხადა:

"ჩემი ინიციატივა, შემუშავებულიყო გაიდლაინები, როგორც შიდა დოკუმენტი კომისიის წევრებს შორის მათი მოვალეობების შესრულებისას კომუნიკაციისთვის, მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას: ევროპული კულტურის მრავალფეროვნების ილუსტრირებას და ევროკომისიის ინკლუზიური ბუნების დემონსტრირებას საზოგადოების ყველა ფენასთან და რწმენასთან მიმართებაში...თუმცა, სახელმძღვანელოში გამოქვეყნებული ვერსია ამ მიზანს არ ემსახურება. ეს არის მოუმწიფებელი დოკუმენტი, რომელიც არ აკმაყოფილებს კომისიის ხარისხის ყველა სტანდარტს".

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ ადრე გამოსცა ანალოგიური რეკომენდაციები კომისიისთვის, თუმცა მათში არ იყო სიტყვათა გამოყენების ასეთი კონკრეტული მაგალითები.

ადრე ევროკომისიის მეთაურმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში ადგილი არა აქვს ლგბტ-სგან თავისუფალ ზონებს. ხოლო ოქსფორდის ლექსიკონში ცნება "მამაკაცი" და "ქალი" ჩაანაცვლეს ლგბტ-სთან უფრო მეგობრულ ჩარჩოებში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ