ემე იერარქმა შესთავაზა მთავრობას, არავაქცინირებულ მღვდლებს ხელფასი მოუხსნან

01 დეკემბერი 2021 17:40
0
დრამის მიტროპოლიტი პავლე. ფოტო: оrthodoxia.info დრამის მიტროპოლიტი პავლე. ფოტო: оrthodoxia.info

დრამის მიტროპოლიტი პავლე თვლის, რომ მღვდლები, რომლებიც უარს ამბობენ აცრებზე, სახელმწიფო სამსახურებმა უნდა მოიძიონ და ხელფასის მოხსნით დასაჯონ.

2021 წლის 28 ნოემბერს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის დრამის მიტროპოლიტმა პავლემ (აპოსტოლიდისი) ხელისუფლებას შესთავაზა, რომ აუცრელ მღვდლებს ხელფასები მოუხსნან, იუწყება გამომცემლობა Оrthodoxia.info.

მიტროპოლიტის სიტყვებით, ამ გადაწყვეტილების მიღების შედეგად  დაზოგილი ფულით უნდა დაეხმარონ სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც „დღე და ღამე მუშაობენ, დაძაბულები არიან, რომ სიკვდილს გადაარჩინონ ამ მღვდლების უგუნურების წყალობით საავადმყოფოებში მოხვედრილი ადამიანები“.

დრამის მიტროპოლიტი თვლის, რომ მხოლოდ სულიერი დაყვავება, რომლებიც მის ეპარქიაში გამოიყენება იმ მღვდელმსახურთა მიმართებით, ვინც საეკლესიო ადმინისტრაციის მოწოდებებს არ ასრულებს, საკმარისი არ არის.

სწორედ ამიტომ მან სახელმწიფო სამსახურებს საგადასახადო უწყებებით იმ მღვდელმსახურთა მოძიება შესთავაზა, ვისაც ვაქცინაცია არ გაუვლია და თუ  ვაქცინაციაზე უარის თქმის მათ გადაყვეტილებას  სამედიცინო მიზეზები არ აქვს, შეწყდეს მათთვის ხელფასის გაცემა.

საბერძნეთში მღვდლები ხელფასს სახელმწიფოსგან იღებენ. 2018 წელს, საბერძნეთის ახალი კანონის თანახმად, რომელიც უმაღლეს სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის ხელფასის გაცემას ითვალისწინებს, არქიეპისკოპოსის ძირითადი ხელფასი 2600 ევროს შეადგენდა, მიტროპოლიტის - 2210 ევროს, ეპისკოპოსის - 1820 ევროს. დამატებით 75 ევროს დოქტორის ხარისხისთვის და 45 ევროს მაგისტრებს უხდიან.

რიგითი მღვდლები უმაღლესი განათლებით 678 ევროს იღებენ, 10 წლის მსახურების შემდეგ - 1032 ევროს, მღვდლები 30-წლიანი სტაჟით - 1410 ევროს. კლირიკოსების ძირითადი ხელფასი, ვისაც მხოლოდ სემინარია აქვს დამთავრებული, 644 ევროს შეადგენს, 30 წლის მუშაობის შემდეგ ის 1099 ევროს აღწევს.

მანამდე მჟკ წერდა, რომ კლირიკოსები, ვინც ვაქცინირებას არ ეთანხმება, ელადის ეკლესიის იერარქის აზრით, „ამ  წმინდა მისიის  ღირსები  არ არიან“  და ის „არაადამიანურ ელემენტებად“ მოიხსენიებს მათ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ