გაეროს თქმით 2050 წელს უკრაინის მოსახლეობა შესაძლოა 35 მილიონამდე შემცირდეს

უკრაინის მოსახლეობა. ფოტო: fotkaew.ru

გაეროს ექსპერტების აზრით, მოსახლეობის სწრაფი კლების მიზეზებია დაბალი შობადობის მაჩვენებელი, მაღალი სიკვდილიანობა და მიგრაციის ზრდა.

უკრაინა მოსახლეობის შემცირების მხრივ წამყვან ქვეყნებს შორისაა და 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა შესაძლოა 35 მილიონამდე შემცირდეს, ნათქვამია გაეროს ანალიტიკურ ანგარიშში „დემოგრაფიული პროცესები“.

„უკრაინის მოსახლეობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტემპით მცირდება და სავარაუდოდ 2050 წლისთვის 35 მილიონამდე შემცირდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გაეროს ექსპერტების აზრით, მოსახლეობის ამ სწრაფი კლების მიზეზებია დაბალი შობადობის მაჩვენებელი, მაღალი სიკვდილიანობა და მიგრაციის ზრდა. არასაკმარისი კეთილდღეობა და ქალებისთვის კარიერა და ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობების ნაკლებობა რჩება ერთ-ერთ ფაქტორად, რომელიც ხელს უშლის უკრაინელებს გამრავლებაში. გაეროს მონაცემებით, უკრაინელების დაახლოებით მესამედი 65 წლამდე იღუპება და ამ სიკვდილიანობის ნახევარზე მეტის აცილება იყო შსაძლებელი. გაეროს ექსპერტების უხეში შეფასებით, დაახლოებით 3 მილიონი უკრაინელი მუშა მუდმივად იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათი რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.

ბოლოს უკრაინაში მოსახლეობის აღწერა 2001 წელს ჩატარდა. მაშინ ქვეყნის მოსახლეობა შეადგენდა 48 240 902 ადამიანს. სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უკრაინის მოსახლეობა 2021 წლის ოქტომბერში 41 319,8 ათასი ადამიანი იყო.

როგორც მჟკ მანამდე წერდა, ტელეარხი  «Зоряний» იწყებს ციკლს უკრაინაში დემოგრაფიის პრობლემებზე.

საკვანძო სიტყვები: უკრაინა
თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus