არ გვესმის სახელმწიფოს ნაბიჯების აზრი: უბკე-ს ბრალდება სახელმწიფოს მიმართ

25 ნოემბერი 2021 16:40
11
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და უბ-კე-ის მეტაური სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: news.ugcc.ua უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და უბ-კე-ის მეტაური სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: news.ugcc.ua

უნიატები უკრაინაში მოქმედი ხელისუფლების კრიტიკით გამოვიდნენ.

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლება ხალხის სწრაფ გაღატაკებაში დაადანაშაულეს. კრიტიკამ გაიჟღერა „გაჭირვების ჟამს ლოცვის“ მოწოდებაში, რომლითაც უბკე-ის სამღვდელმთავრო სინოდმა თავის მრევლს მიმართა.

უნიატ მღვდელმთავართა განცხადების მიხედვით, ისინი მეტად შეშფოთებულები არიან ხალხის სწრაფი გაღატაკებისა  და სოციალური უთანასწორობის ახალი გამოვლინებების გამო. მდიდრები უფრო მეტად მდიდრდებიან, ღარიბები კი ღარიბდებიან და შიდა გამოწვევები  მასიურ  შრომით  მიგრაციას, უმუშევრობის ზრდასა  და საზოგადოების მთელი რიგი სოციალური ფენების გაქრობას იწვევენ.

 უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლება იმ ქმედებების შესახებ ლაპარაკობს, რომელთა განხორციელებას ის აპირებს ამ მოვლენების გადასალახად და რეფორმების გასატარებლად მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისა და მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის მიზნით, თუმცა ჩვენ ხშირად ვერ ვიგებთ მათი ამ ნაბიჯების აზრს“, - ხაზი გაუსვეს უბკე-ში.

შეგახსენებთ, უბკე-ის სინოდმა განაცხადა უკრაინის საზღვართან  რუსეთის ჯარების შეკრების შესახებ  და პოლიტიკურ ზეწოლაზე ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის მეშვეობით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ