ელადის იერარქმა 14 აუცრელი მღვდელი მსახურებიდან გადააყენა

24 ნოემბერი 2021 21:00
0
ზაკინფის მიტროპოლიტი დიონისე. ფოტო: orthodoxia.info ზაკინფის მიტროპოლიტი დიონისე. ფოტო: orthodoxia.info

ზაკინფის მორწმუნეები, რომლებიც არ ეთანხმებიან მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას, კუნძულზე ფურცლებს ავრცელებენ.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ზაკინფის მიტროპოლიტმა დიონისემ მსახურებიდან გადააყენა თავისი მიტროპოლიის მხარის 14  მღვდელი, რომლებიც არ აიცრნენ Covid-19 წინააღმდეგ, იუწყება გამოცემა Оrthodoxia.info.

მიტროპოლიტმა დიონისემ მიიღო მღვდლების გადაყენების  გადაწყვეტილება, რომლებმაც არ გაიკეთეს  Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა აქამდე, როგორც წერენ გამოცემა Оrthodoxia.info-ს ჟურნალისტები, მღვდელმსახურთა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არ დამდგარა.

ამასთან ერთად, ზაკინფის მორწმუნეთა ჯგუფმა კუნძულის ქუჩებში გაავრცელა ფურცლები მიტროპოლიტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ტექსტით.

ადრე მჟკ წერდა, რომ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ელეფთერუპოლის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომმა (ავაიანოსი) თავისი ეპარქიის სამღვდელოებას გაუგზავნა ცირკულიარი, რომელში ყოველ კლირიკს ავალდებულებდა კოვიდისგან აცრას ერთი კვირის განმავლობაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ