ვინც რუსეთთან არა არის: მეუ შობის მარხვის დაწყებას იტყობინება

მიხეილ ზინკევიჩი. ფოტო: pravoslaviavolyni.org.ua

მიხეილ ზინკევიჩმა ქრისტიანებს, რომლებიც შობას „ევროპასთან ერთად“ აღნიშნავენ შობის მარხვის დაწყება აუწყა.

მეუ-ს ვოლინისა და ლუცკის ეპარქიის ხელმძღვანელმა მიხეილ ზინკევიჩმა შეახსენა მათ, ვისაც არ სურს შობის აღნიშვნა მაშინ, როდესაც ის რუსეთში აღინიშნება, საშობაო მარხვა დაიწყო, ნათქვამია ეპარქიის ოფიციალურ ვებსაიტზე.

„ვულოცავთ ქრისტიანებს, რომლებმაც 15 ნოემბერს დაიწყეს შობის მარხვა და ქრისტე მაცხოვრის შობას ევროპასთან ერთად აღნიშნავენ“, - განაცხადა ზინკევიჩმა.

კალენდარული განსხვავებები, მისი აზრით, უკრაინაში უთანხმოებას არ უნდა იწვევდეს. ყველას აქვს არჩევანის უფლება  შობა აღნიშნოს მაშინ, როდესაც აღნიშნავენ რუსეთში, ან როდესაც აღინიშნება კონსტანტინოპოლსა და სხვა ქვეყნებში, მეუ-მ კი  მხარი უნდა დაუჭიროს და პატივი სცეს როგორც ერთს, ასევე მეორეს“, - ხაზგასმით აღნიშნა „იერარქმა“.

ის დარწმუნებულია, რომ ამ პროცესში მთავარი მარხვის დაცვაა, რადგან „მნიშვნელოვანია არა როდის დაიწყებ, არამედ - როგორ დაიცავ“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ვოლინის მეუ აღნიშნავდა შობას, რადგან "მაიდანი იდგა ზურგს უკან", თუმცა უკრაინელი სქიზმატიკოსების ხელმძღვანელობას არ მოეწონა ეს ინიციატივა და დაგმეს ზინკევიჩის გადაწყვეტილება შობის ახალი სტილით აღნიშვნის შესახებ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus