პერევალში მორწმუნეებმა ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, მიტაცებულის ნაცვლად

წყლის კურთხევის პარაკლისი პერევალში. ფოტო: СПЖ

2019 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, უმე-ს თემი მეუ-ში გადაარეგისტრირეს, მაგრამ სოფ. პერევალის მორწმუნეები უმე-ს ერთგულები დარჩნენ.

2021  წლის 10 ნოემბერს, ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიის მმართველის, ვლადიმერ-ვოლინისა და კოველის მიტროპოლიტის ვლადიმერის ლოცვა-კურთხევით, სოფელ პერევალის  წმინდა მიძინების თემის წინამძღვარმა, დეკანოზმა ვიტალი ჩაბანმა სოფელ პერევალში უმე-ს ახალი ტაძრის საძირკველი აკურთხა, იუწყება მჟკ-ს კორესპონდენტი.

პარაკლისზე, რომელიც წყლის კურთხევით ჩატარდა, უმე-ს წმინდა მიძინების თემის წინამძღვართან თანამსახურებაში ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიის სამღვდელოება იმყოფებოდა.

სოფელ პერევალის წმინდა მიძინების თემმმა, რომელიც 2019 წელს მეუ-ს რეიდერობისგან დაზარალდა, ტურის გაერთიანებული ტერიტორიული თემის საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი ტაძრის ასაშენებლად მიიღო მიწა. ვინაიდან უმე-ს მრევლის იურიდიული პირი მეუ-ს სასარგებლოდ იყო გადარეგისტრირებული, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იპოვა გამოსავალი: მეზობელ სოფელ ტორგოვიშჩეში უმე-ს თემს მისცა ნაკვეთი.

როგორც სხვა მრავალი რეიდერობისგან დაზარალებული უმე-ს მრევლი, თემი დე-ფაქტო შენარჩუნებულია და აგრძელებს მოქმედებას. სანამ ტაძარი შენდება, უმე-ს მრევლი იკრიბება შენობაში, რომელიც  მორწმუნეთა საჭიროებებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არის არენდირებული.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვარს სოფ. პერევალის უმე-ს თემს ახალი წინამძღვარი, დეკანოზი ვიტალი ჩაბანი  დაუნიშნეს. ამ დროს მეუ-ში გადასული ყოფილი წინამძღვარი იური ბილოვუსი, თუმცა აგრძელებს პერევალში ცხოვრებას, მაგრამ მრევლში აღარ მსახურობს. 

უმე-ს მრევლი პერევალში 2019 წელს გახდა ტურის რაიონში (რეფორმის შედეგად ლიკვიდირებული) მეუ-ს აქტივის რეიდერული მიტაცების ერთ-ერთი  სამიზნე. იურიდიული პირი, ვოლინის გსა-ის ხელმძღვანელობის 2019 წლის 7 ივნისის განკარგულებით, მეუ-ში იყო  გადაყვანილი.

სოფ. პერევალის თემის დახმარება შეიძლება ახალი ნომრით: 5169 3305 1829 6295.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, თემი პერევალში ახალ ტაძარს აშენებს, მეუ-ს მიერ მიტაცებულის ნაცვლად.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus