უმე-ს იერარქმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს და გაეროს ერთობლივ სხდომაში

13 ნოემბერი 2021 20:00
18
ბარიშევკის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: news.church.ua ბარიშევკის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: news.church.ua

ეუთოსა და გაეროს სხდომათა თემები შეეხებოდა ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის საკითხებს, რაც აქტუალურია დღეს უმე-ს რელიგიური ორგანიზაციებისთვის.

2021 წლის 12 ნოემბერს ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ბარიშევკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) მონაწილეობა მიიღო ეუთოსა და გაეროს ერთობლივ სხდომაზე, თემა "უმცირესობების ეფექტური მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში როგორც კონფლიქტების პრევენციის სტრატეგია". ამაზე იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

ღონისძიება მიმდინარეობდა ჟენევაში გაეროს შტაბ-ბინაში, ჟენევაში გაეროს ქვედანაყოფის გენერალური დირექტორის ტატიანა ვალოვაიას, გაეროს უმაღლესი კომისარის ადამიანის უფლებების საკითხებში მიშელ ბაჩელეტის, ეუთოს უმაღლესი კომისარის ნაციონალური უმცირესობების საკითხებში კაირატ აბდრახმანოვისა და გაეროში სპეციალური მომხსენებლის უმცირესობების საკითხებში ფერნან დე ვარენას მონაწილეობით.

იერარქი სხდომას შეუერთდა ონლაინ-ფორმატში.

უმე-ში აღნიშნეს, რომ თანამედროვე საერთაშორისო სამართალი უმცირესობებს მიაკუთვნებს არამხოლოდ ეთნიკურ ან ნაციონალურ ჯგუფებს, რომლებიც ცხოვრობენ გარკვეულ ტერიტორიაზე, არამედ ადამიანების სხვა ნებისმიერ  საზოგადოებას, რომლებიც გაერთიანებული არიან გარკვეული კრიტერიუმებით, მათ შორის რელიგიური რწმენით.

ერთობლივი სხდომის თემა არ  ეძღვნებოდა უშუალოდ ადამიანის უფლებების დაცვას რელიგიის სფეროში, მაგრამ ეხებოდა მათი ფაქტიური რეალიზაციის შესაძლებლობას ეკონომიკურ სფეროში, რაც აქტუალურია უმე-ს რელიგიური ორგანიზაციებისთვის - დღეს ისინი ხშირად მოკლებული არიან ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობას ე.წ. "სახელის შეცვლის"კანონით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში- სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ფაქტიურად დისკრიმინაციული პოლიტიკით. უმე-ს მორწმუნეები ხშირად აწყდებიან უარს მათი კანონიერ უფლებებზე -ტაძრის აშენებისათვის მიწის ნაკვეთის მიღების შესაძლებლობიდან უმე-ს მღვდლების არდაშვებით სამხედრო კაპელანობის სისტემამდე.

მონაწილეებმა განიხილეს უმცირესობათა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექამიზმის მუშაობის სრულყოფის საკითხები და გაახმოვანეს საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ორგანიზაციების რეკომენდაციები.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტმა აღიარა უმე-ს უფლებების დარღვევის ფაქტი და მოუწოდა უკრაინას დაიცას მორწმუნეები და მათი ტაძრები ძალადობისა და ვანდალიზმისგან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ