მს სსკგ-ის მეთაურმა გაიხსენა ფანარიონის მიერ განდიდებული წმინდანის სიტყვები

14 ნოემბერი 2021 22:20
0
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი). ფოტო: jesus-portal.ru არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი). ფოტო: jesus-portal.ru

ჯერ კიდევ 1950 წელს სქიარქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) აფრთხილებდა „კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესის“ საფრთხეზე, გაიხსენა მს სსკგ-ის თავმჯდომარემ.

1950 წელს სქიარქიმანდრიტმა  სოფრონმა (სახაროვი), რომელიც  ორი წლის წინ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ იყო კანონიზირებული, ფანარიონის პირველობის პრეტენზიებს „კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესი“ უწოდა, აღნიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) კრებითობისადმი მიძღვნილი კიევის კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვაში, რომელიც გამოქვეყნებული იყო კსადას-ის საიტზე.

 მან იწინასწარმეტყველა, რომ ადრე თუ გვიან ეს ერესი მსოფლიო მართლმადიდებლობას განხეთქილებამდე მიიყვანს, - გაიხსენა მიტროპოლიტმა ილარიონმა სქიარქიმანდრიტ სოფრონის სიტყვები. - სამწუხაროდ, მამა სოფრონის წინასწარმეტყველება ახდა, ჩვენ კი დღეს ვიმკით კონსტანტინოპოლის იმ პრეტენზიების მწარე ნაყოფს, რომელიც მის სიცოცხლეში ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში იყო“.

იერარქის აზრით, ეს ერესი წარმოიშვა მართლმადიდებლობაში პირველობის არასწორი გაგების გამო. რომის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქის პატივით პირველობას აღიარებდნენ, პირველი თანასწორთა შორის. მაგრამ დროთა განმავლობაში ფანარიონს ძალაუფლებით პირველობის სურვილი გაუჩნდა.

ჩვენს დროში კონსტანტინოპოლის ეკლესიის ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, რომ ის (ფანარიონის მეთაური - რედ.) „პირველია თანასწორთა გარეშე“, - თქვა მსსსკგ-ის თავმჯდომარემ. - რომ მას შეუძლია თავისი ნებით ადგილობრივი ეკლესიების საზღვრების შეცვლა,  ადგილობრივი ეკლესიების ფარგლებში შეჭრა, იქ თავისი წესრიგის დამყარება და თავისი სტავროპიგიების მოწყობა. რომ ყველა ეკლესიისთვის ის არის უმაღლესი სააპელაციო ინსტანცია და  შეუძლია ერთი კალმის გაკვრით გაანადგუროს მრავალმილიონიანი ეკლესია, რომელსაც 100 ეპისკოპოსზე მეტი ჰყავს, 12 000-ზე მეტი სამრევლო, 250-ზე მეტი მონასტერი,  მისი უფლებები და დასახელება კი განხეთქილების სტრუქტურას გადასცეს. რომ მას შეუძლია გამოაცხადოს „სამოსვიატი“ კანონიკურ ეპისკოპოსად და „დაუბრუნოს წოდება“ ადამიანს, რომელსაც ეს წოდება არასდროს არ ჰქონია ან დაკარგა  განხეთქილებაში გადასვლის გამო“.

მართლმადიდებლობის ერთიანობის საფრთხე, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედებებს უკავშირდება, ითხოვს  ფართე გააზრებას იერარქთა, კლირიკოსთა, ბერებისა და ერისკაცების მხრიდან, ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, წინამძღოლმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმოდგენა მისი  განსაკუთრებული სტატუსის შესახებ იმ მძიმე კრიზისის უპირველეს მიზეზს წარმოადგენს, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობა აღმოჩნდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ