სერბი იერარქი: ბართლომე არაა პაპი, მას არ გააჩნია ძალაუფლება ეკლესიაზე

14 ნოემბერი 2021 18:30
17
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მორავიჩის ეპისკოპოსი ანტონი (პანტელიჩი). ფოტო: страница в Facebook Центра информации УПЦ. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მორავიჩის ეპისკოპოსი ანტონი (პანტელიჩი). ფოტო: страница в Facebook Центра информации УПЦ.

ბართლომეს არ გააჩნია უფლება ავტოკეფალია მიანიჭოს ადგილობრივი ეკლესიების ერთ-ერთ სტრუქტურას, განაცხადა სერბეთის პატრიარქის ვიკარიუსმა კიევში ჩატარებულ კონფერენციაზე.

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს არ გააჩნია ისეთი უფლებამოსილებები, როგორც რომის პაპს, ამიტომაც მას არ შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები ადგილობრივი ეკლესიების ერთ-ერთი სტრუქტურისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე, განაცხადა სერბეთის უწმინდესი პატრიარქის პორფირეს ვიკარიუსმა, მორავიჩის ეპისკოპოსმა ანტონმა (პანტელიჩმა) კიევ-პეჩორის ლავრაში საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციაზე „ეკლესიის ერთიანობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები“. გვატყობინებს თავის ფეისბუქ-გვერდზე უმე-ს ინფორმაციის ცენტრი.

სერბეთის მღვდელთავარი გვატყობინებს, რომ ფანარიონის მეთაურის მიერ მეუ-ს ტომოსის მინიჭების შემდეგ  მასთან შეხვედრას ცდილობდნენ ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლები უკრაინის საკითხის განსახილველად, რამდენადაც პატრიარქ ბართლომეს ასეთი ქმედებები შეურაცხყოფენ სხვა წინამძღოლებს. „პატრიარქ ბართლომეს არ უკითხავს რჩევა არც ერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ეს შეურაცხყოფას აყენებს ადგილობრივი ეკლესიების სხვა წინამძღილებს და ისინი თვლიან, რომ ბართლომე პირველია წოდებით თანასწორთა შორის, მაგრამ არაა პირველი, როგორც რომის პაპი. მას ასეთი უფლებამოსილებები არ გააჩნია. მსოფლიო საეკლესიო კრებები და ეკლესიის მამები ამბობენ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ შეიძლება იყოს ის, ვინც ერთპიროვნულად იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ავტოკეფალიის მინიჭება ადგილობრივი ეკლესიის ერთ-ერთი სტრუქტურისთვის“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა ანტონმა.

ასევე პატრიარქ პორფირეს ვიკარიუსმა განაცხადა, რომ სერბეთის ეკლესია უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად იზიარებს განხეთქილების ტკივილს. „ თუ სხეულის ერთ ნაწილს ტკივა, მთელი სხეული განიცდის ტკივილს, ხოლო „მთელი სხეული“  არის ეკლესია. თუ კბილი გტკივათ, მთელს ორგანიზმს სტკივა. ასევე განხეთქილება ეკლესიის ერთ ნაწილში თუ მიმდინარეობს, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს განხეთქილება გავლენას ახდებს ეკლესიის მთლიანობაზე. ეკლესიის მთლიანობა ერთიანობაშია“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა ანტონმა.

როგორც მჟკ წერდა, ვცნობთ მხოლოდ უმე-ს უნეტარესი ონუფრის მეთაურობით, განაცხადა სერბეთის პატრიარქმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ