იღუმენმა ათონიდან მოუწოდა საბერძნეთის ხელისუფლებას დასაჯოს აუცრელი ბერები

ახალი ესფიგმენის (ცენტრში, მარჯვნიდან) იღუმენი მეუ-ს წარმომადგენლებთან ერთად. ფოტო: romfea.gr

იმ ბერებს ათონის მთიდან, რომლებიც არ ეთანხმებიან კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას, იღუმენმა ბართლომემ უწოდა „ფანატიკოსები“.

ათენის ახალი ესფიგმენის მონასტრის იღუმენმა საბერძნეთის პროკურატურისგან მოითხოვა იმ ათონელი ბერების პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც უარი თქვეს ვაქცინაციაზე, გვატყობინებს გამოცემა ertnews.gr.

 ათონის ახალი ესფიგმენის მონასტრის წინამძღოლმა არქიმანდრიტმა ბართლომემ, რომელმაც მონასტერში მიიღო უკრაინელი განხეთქილებაში მყოფები მეუ-დან, მიმართა საბერძნეთის პროკურატურას მოთხოვნით „ჩაატაროს გამოძიება  ბერებთან მიმართებაში, რომლებმაც უარი თქვეს აცრაზე და გავლენას ახდენენ მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე, რათა მათ არ მიიღონ ვაქცინა“.

„რატომ ვართ ჩვენ ბერები, კანონზე მაღლა? შეგვიძლია უკონტროლოდ გადააადგილება და ყველაფერის გაკეთება, რაც მოგვინდება, როცა სიკვდილი ვრცელდება ჩვენს ირგვლივ, არა მხოლოდ ათონის მთაზე, არამედ მთელს მსოფლიოში?“, - იკითხა იღუმენმა რადიოპროგრამის ეთერში „To GPS της  επικαιρότητας

მისი სიტყვებით, „არ შეიძლება მიმდინარე მოვლენების იგნორირება“, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მხოლოდ ბერების 40% ჩაიტარა ვაქცინაცია.

„მათ ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ისინი აიძულებენ ადამიანებს არ გაიკეთონ აცრა და ასევე სულიერი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რასაც ადრე არ აქცევდნენ ყურადღებას. დაე, იზეიმოს სამართლიანობამ, დაე, პროკურორმა ჩაატაროს გამოძიება“, -განაცხადა იღუმენმა ბართლომემ.

ის დარწმუნებულია, რომ „ეს არაა პოლიტიკური საკითხი, მიუხედავად იმისა, ცდილობენ თუ არა ზოგიერთი ადამიანები მის პოლიტიზირებას, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, რომელიც ყველა ადამიანს ეხება; ის არ ეხება მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს, რამდენადაც ყველა ადამიანი იღუპება პანდემიისგან“.

იღუმენმა ბართლომემ ხაზი გაუსვა, რომ „დღეს წმინდა სამედიცინო პრობლემა გადაიქცა სულიერად, თუმცა ის არ შეიძლება ასეთად ჩაითვალოს“. იმ ბერებს, რომლებიც არ არიან თანახმა ვაქცინაციაზე, იღუმენმა უწოდა „ფანატიკოსები“, რომლებიც „ხუჭავენ თვალებს, ყურებს და ცხვირს, რათა არ დაინახონ და არ მოისმინონ არაფერი, მისი აზრის გარდა, რომლის თავსმოხვევასაც ისინი ძალით ცდილობენ“.

„მათ სამყარო მიჰყავთ ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის მიმართულებით. ფანატიკოსის სახასიათო შტრიხებს წარმოადგენს სიძულვილი და შურისძიება. ისინი ვერ იღებენ აზრს, რომელიც მათი საკუთარისგან განსხვავდება, ხოლო თუ სხვა აზრი ისმის, ისინი რეაგირებენ აგრესიულად“, - აღნიშნა იღუმენმა და თქვა, რომ ათონელები ბრალს სდებენ მას კოლაბორაციონიზმში პატრიარქთან და მთავრობასთან მიმართებაში, რადგანაც ის „საუბრობს ამ საკითხებზე“.

მან ასევე განაცხადა, რომ ათონზე ესფიგმენის მონასტერი „ოკუპირებულია არალეგალების მიერ, რომლებიც შიგნით ცხოვრობენ და გასამართლებულნი იქნენ მონასტრის ტერიტორიაზე ყოფნის გამო“. ამის მიუხედავად, გააგრძელა იღუმენმა ბართლომემ, „ისინი მოქმედებენ უკონტროლოდ“ და „ჩვენ დავინახეთ, როგორ მეთაურობდნენ ისინი ვაქცინაციის წინააღმდეგ მიტინგებს, იყენებდნენ რა ჩვენის ესფიგმენის მონასტრის სახელწოდებას“.

ესფიგმენის მონასტრის ბერები (ისინი, ვისაც ათონზე უწოდებენ „ძველ საძმოს“) თვლიან თავს მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკურ სუბიექტად, მაგრამ არ აღიარებენ ამჟამად ტახტზე მყოფ პატრიარქ ბართლომეს, რამდენადაც თვლიან, რომ „ის არის მართლმადიდებლობის მტერი“.

2022 წლის ბოლოს, როცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა ესფიგმენის საძმო (მაშინ 117 ბერი) სქიზმატიკოსებად, რასაც საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად, მოსდევს ათონიდან გაძევება, დადგენილება ამის შესახებ მიღებულ იქნა სალონიკის სასამართლოს მიერ, ხოლო შემდეგ საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს მიერ. თუმცა, „ძველი საძმოს“ გაძევება ესფიგმენის მონასტრიდან ვერ შეძლეს.

მაშინ 2005 წელს, შეიქმნა პარალელური თემი, რომელსაც უწოდებენ „ახალ ესფიგმენს“ და რომლის წინამძღოლსაც მოცემულ მომენტში წარმოადგენს იღუმენი ბართლომე. ეს თემი ბაზირებულია კარიესში და სწორედ მასზეა უფლებები, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ესფიგმენის „ძველ საძმოს“.

ადრე მჟკ წერდა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ დაიწყო ესფიგმენის ათონის მონასტრის უძრავი ქონების მიტაცება.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus