ავტოკეფალიის მინიჭება ყველა ეკლესიის თანხმობით ხდება, - პმე-ის იერარქი

მთავარეპისკოპოსი გიორგი (პანკოვსკი). ფოტო: facebook.com/www.kdais.kiev.ua

არქიეპ. გიორგიმ გაიხსენა, რომ კრეტის კრებისთვის მომზადების დროს გამოქვეყნებული იყო დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ტომოსს  ყველა ეკლესიის წინამძღოლთა თანხმობით ანიჭებენ.

2021 წლის 11 ნოემბერს ვარშავის ქრისტიანული საღვთისმეტყველო აკადემიის (პოლონეთი) რექტორმა, ვროცლავისა და შჩეცინსკის არქიეპიაკოპოსმა გიორგიმ (პანკოვსკი) გაიხსენა პატრიარქ ბართლომეს სიტყვები, რომ ავტოკეფალიას ანიჭებენ ყველა ეკლესიის თანხმობით.

კსადას-ში სამეცნიერო კონფერენციის დროს, რომელიც ტარდებოდა თემაზე „ეკლესიის კრებითობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები“, არქიეპისკოპოსი გიორგი ყვებოდა, რომ როდესაც მსოფლიო მართლმადიდებლობის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ  თათბირებზე 2016 წლის კრეტის კრების მოსამზადებლად, „ყოველთვის იგრძნობოდა მენტალური განსხვავება ბევრი ეკლესიოლოგიური საკითხის გააზრებისას“.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ ამ კრების მომზადების დროს „ავტონომიის აღიარების წესების განხილვა  არ მოითხოვდა  განსაკუთრებული  დისკუსიების აუცილებლობას, რადგან დედა-ეკლესიას ავტონომიის მინიჭება შეუძლია მხოლოდ თავისი ნაწილისთვის, რომელიც  მის კანონიკურ ტერიტორიაზე იმყოფება“.

გარდა ამისა, მეუფე გიორგის სიტყვებით, როდესაც მოვიდა ტერმინ „ავტოკეფალიის“ განხილვის დრო, კრებისწინა თათბირების მონაწილეებმა „მიიღეს ფრაგმენტური, წინასწარ შეთანხმებული მასალა, რომლის მიხედვით ავტოკეფალიას ანიჭებს მთელი ეკლესია  ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთა თანხმობით“.

 ეს ჩვენი მუშაობის ამოსავალი წერტილი იყო. რადგან ავტონომიის თემაზე  საკმაოდ სწრაფად შეთანხმდნენ, ბევრს ეგონა, რომ ავტოკეფალიის საკითხზეც ასე იქნებოდა“, - თქვა იერარქმა.

არქიეპისკოპოსი  გიორგი  ციტირებდა პატრიარქ ბართლომეს სიტყვებს, რომელმაც 2001 წლის იანვარში გაზეთ „ნეა ელადასთან“ თქვა შემდეგი: „ავტოკეფალია ან ავტონომია ენიჭება მთელ ეკლესიას მსოფლიო კრების გადაწყვეტილებით. იმ შემთხვევაში, როდესაც სხვადასხვა მიზეზებით შეუძლებელია მსოფლიო კრების მოწვევა, მსოფლიო პატრიარქი, როგორც ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის კოორდინატორი, ანიჭებს ავტოკეფალიას ან ავტონომიას ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობით“.

მუფე აგრეთვე ყვებოდა, რომ უკვე კრეტის კრების შემდეგ უნეტარესმა საბამ, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, ავტოკეფალიის თემის შესახებ დააფიქსირა შემდეგი:

 ეს საკითხი პრინციპში გასაგებია. უბრალოდ საჭიროა ბოლომდე თანმიმდევრულები ვიყოთ. უკრაინის შემთხვევაში ის კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დაარღვია. მანამდე ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ წინადადებას ავტოკეფალიის მინიჭებაზე  თვით დედა-ეკლესია აყენებს, მაგრამ ავტოკეფალიას ვანიჭებთ ჩვენ, ესე იგი წინამძღოლები. პატრიარქი მოითხოვს, რომ ტომოსზე მხოლოდ მისი ხელმოწერა უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია მისი წინამძღვრობით ვიმსახუროთ, მაგრამ ტომოსს ყველამ უნდა მოვაწეროთ ხელი“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ არქიეპისკოპოსმა  გიორგიმ (პანკოვსკი) განაცხადა, რომ დღეს ეკლესია ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში იმყოფება.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus