შვიდი ადგილობრივი ეკლესია მიიღებს მონაწილეობას კიევში ერთობის კონფერენციაზე

კონფერეციის ანონსი. ფოტო: сайт КДАиС

შვიდი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლი კიევში განიხილავს მართლმადიდებლობაში პირველობისა და ერთობის საკითხებს.

11 ნოემბერს კიევ-პეჩორის ლავრაში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია "ეკლესიის ერთობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ღვთისმეტყველები შვიდი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, იუწყება კიევის სასულიერო აკადემიის საიტი.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უმე-ს ღვთისმეტყველები და მეცნიერები, და ასევე ანტიოქიის, რუსეთის, ბულგარეთის, პოლონეთის ეკლესიების, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესისა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის.

საღვთისმეტყველო ფორუმზე განიხილავენ მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველობისა და ერთობის საკითხებს. პრაქტიკულ სიბრტყეში კონფერენციის მოხსენებები ეხება კრიზისს მართლმადიდებლობაში, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში ფანარიონის ქმედებებით და მისი ახალი სწავლებით ეკლესიაზე, რომლის თანახმად კონსტანტინოპოლის პატრიარქს მინიჭებული აქვს  განსაკუთრებული უფლებამოსილება და ძალაუფლება.

კონფერენცია ორგანიზებულია კიევის სასულიერო აკადემიის მიერ უმე-ს წმინდა სინოდის 2021 წლის 12 მაისის განჩინების შესრულებისათვის.

კონფერენციის დასაწყისია 10:00 კიევ-პეჩერის ლავრის სააქტო დარბაზში. მონაწილეების დეტალური სიის და  მოხსენებების თემების ნახვა შეიძლება ბმულზე.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მოსკოვში ჩატარდა კონფერენცია "მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთობა მართლმადიდებლური სწავლებების შუქზე".

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus