უმე-ს თემმა სტრიჟავკაში ახალი ტაძარი ააშენა მეუ-ს მიერ მიტაცებულის ნაცვლად

გუმბათის ჯვარის დაყენება ახალ ტაძარზე. ფოტო: eparhia.vinnica.ua

სტრიჟავკაში რეიდერობისგან დაზარალებული უმე-ს საფარველის თემის ახალი ტაძრის კურთხევას აღასრულებს ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტო ბარსანოფი.

სტრიჟავკაში (ადრე კოლო-მიხაილოვკა) ვინიცკის რაიონის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემმა  ყოფილი წინამძღვრის განხეთქილებაში გადასვლის მერე ორი ტაძარი დაკარგა და ახალი ააშენა, იუწყება ვინიცკის ეპარქია თავის Facebook გვერდზე.

2021 წლის 28 ოქტომბერს შედგება ახალი ტაძრის საზეიმო კურთხევა, რომელსაც აღასრულებს ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტი ბარსანოფი. აშენებულ ტაძარში აგრეთვე ჩატარდება პირველი საღმრთო ლიტურგია მმართველი  მღვდელმთავრის მეთაურობით.

მეუფე ბარსანოფის შეხვედრა შედგება 7:45 ახალ ტაძართან ძერჟინსკის ქ. 5. უმე-ს თემი სტრიჟავკაში იწვევს მორწმუნეებს მათთან ერთად გაიზიარონ  ტაძრის კურთხევის სიხარული.

როგორც მჟკ იუწყებოდა, სტრიჟავკაში გუმბათის ჯვრები აკურთხეს დაზარალებული თემის ტაძრისთვის.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus