მომავალი პატრიარქი მართლმადიდებლებისა და კათოლიკების მიერ უნდა აირჩეს,-უბკე

უბკე-ს მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი და უკუ-ს ეკუმენური ინსტიტუტის პრეზიდენტი ივან დაცკო კიევის კონფერენციაზე. ფოტო: скриншот видео со страницы ЖИВЕ телебачення Zhyve.tv в Facebook.

უნიატმა მღვდელმა კიევის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთიანი პატრიარქის არჩევისთვის მართლმადიდებლები და კათოლიკები ერთად უნდა ეზიარონ.

უკრაინაში მართლმადიდებლებმა და კათოლიკებმა ერთობლივად  უნდა აირჩიონ ერთიანი პატრიარქი, განაცხადა უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკუმენისტური სტუდიების ინსტიტუტის პრეზიდენტმა, უბკე-ის მღვდელმა ივანე დაცკომ კიევში უბკე-ის, ფანარიონისა და მეუ-ს წარმომადგენელთა ერთობლივ კონფერენციაზე, რომლის ჩანაწერი გამოქვეყნებულია «ЖИВЕ телебачення Zhyve.tv»-ის  Facebook გვერდზე.

ის თვლის, რომ საერთო პატრიარქის არჩევისთვის უკრაინელი მართლმადიდებლები და კათოლიკები ერთად უნდა ეზიარონ. „დარწმუნებული ვარ, საჭიროა, რომ უკრაინის მომავალი პატრიარქი არჩეული იყოს როგორც მართლმადიდებლების, ასევე   კათოლიკების მიერ. ერთი, ჩვენ არ გვჭირდება კიევში 5-10 პატრიარქი, ერთი და მორჩა. მაგრამ საერთო ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ სიყვარულის ევქარისტია  ერთად მივიღოთ, ხოლო შემდეგ ავირჩიოთ“, - თქვა უბკე-ის მღვდელმა.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ახალი რელიგიურ  ორგანიზაციას უნდა  ეწოდოს „მართლმადიდებლური“ ან „ავტოკეფალური“, რადგან უკრაინაში მართლმადიდებლები უმრავლესობას წარმოადგენენ. „წინააღმდეგი არ ვარ, იყოს მართლმადიდებლური, ის უმრავლესობაა, მაგრამ  პატრიარქი - ერთი“, - თქვა დაცკომ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, კიევში ჩატარდა უბკე-ის, ფანარიონისა და მეუ-ს კონფერენცია ერთიანობის ძიების თემაზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus