ვატიკანი: უკრაინაში მართლ. დიალოგი ადგილობრივ დონეზე უნდა ხორციელდებოდეს

სამოციქულო ნუნცი უკრაინაში ვისვალდას კულბოკასი. ფოტო : vaticannews.va

სამოციქულო ნუნცმა  უკრაინაში მოუწოდა არ დაიშურონ ძალები, რომ მოხდეს კათოლიკებისა და მართლმადიდებლების ეკუმენისტური  დიალოგის  კონკრეტული პრაქტიკული რეალიზება.

კათოლიკების დიალოგი მართლმადიდებლებთან უნდა განხორციელდეს ადგილობრივ დონეზე. ამაზე ვატიკანის წარმომადგენელმა უკრაინაში ვისვალდის კულბოკასმა მიუთითა საერთაშორისო კონფერენციის „კათოლიკურ-მართლმადიდებლური დოკუმენტები და მათი რეცეპცია უკრაინაში“  ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ მოწოდებაში, რომელიც 26 ოქტომბერს ჩაატარეს კიევში უბკე-ის, ფანარიონისა და მეუ-ს წარმომადგენლებმა.

ეკუმენისტური ღონისძიების მონაწილეებისადმი სამოციქულო ნუნცის  მისალმება წაიკითხა უბკე-ის ქრისტიანთა ერთობის მხარდამჭერი კომისიის თავმჯდომარემ იგორ შაბანმა.

კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვის დროს, რკე-ის ეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა, რომ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის დიალოგი „მარტო თეორიული ხასიათის სფერო კი არ არის, არამედ განსაკუთრებული დავალებისა და პასუხისმგებლობის, ვინაიდან ის ასახავს ურთიერთობათა ბუნებას ევროპის ერთ-ერთ ნაწილში, სადაც უამრავი რელიგია, კულტურა, ტრადიციები და სხვადასხვა განსაკუთრებული თვითმყოფადობის მატარებლები  იყრიან  თავს“.

 „ამ დიალოგის წარმატების გამო, აშკარა ხდება, რომ გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, სწორი იყო. მაგრამ საჭიროა ძალისხმევა, რომ განხორციელდეს მისი პრაქტიკული და კონკრეტული ასახვა ადგილობრივ დონეზე, რადგან ეს მხოლოდ თეორიულ თავშესაქცევად არ დარჩეს“, - აღნიშნა  მან.

მჟკ წერდა, რომ 26 ოქტომბერს კიევში ჩატარდა უსკე-ის, ფანარიონისა და მეუ-ს კონფერენცია, რომლის განმავლობაში სვიატოსლავ შევჩუკმა ეკუმენისტური დიალოგის მიზნად თანაზიარების აღდგენა დაასახელა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus