პატ. ბართლომე ვაშინგტონში ბაიდენს და სახ.დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

ფანარიონის მეთაური და აშშ-ს პრეზიდენტი. ფოტო: facebook.com/Archbishop Elpidophoros of America

ფანარიონის მეთაურმა შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმღვანელთან ენტონი ბლინკენთან.

2021 წლის 25 ოქტომბერს ფანარიონის მეთაურმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ვაშინგტონში  ოფიციალური შეხვედრები გამართა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ენტონი ბლინკენთან.

ფანარიონის მთავარმა იერარქმა ამერიკაში, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ  ჯო ბაიდენის "დიდად მადლობელია".

ბაიდენთან შეხვედრაზე პატრიარქმა ბართლომემ ისაუბრა, რომ  აუცილებელია "პოლიტიკურმა  ლიდერებმა  სწრაფი ქმედებებით უპასუხონ კლიმატურ კრიზისს" და "გავრცელდეს COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს შორის"". ჩვეულებრივ, ფანარიონის მეთაურმა გაიხსენა სემინარიის გახსნა კუნძულ ხალკზე. 

ბლინკენთან სტუმარმა სტამბოლიდან ასევე კლიმატურ კრიზისზე ისაუბრა. გარდა ამისა ფანარიონის მეთაურმა "გამოთქვა შეშფოთება ქრისტიანების მდგომარეობაზე ახლო აღმოსავლეთში და ხაზი გაუსვა რელიგიათაშორის დიალოგის როლს".

ასევე გამოხატა მადლიერება სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიმართ შეხვედრისათვის სახელმწიფო დეპარტანენტში, რომელზეც მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა  შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების მძიმე მდგომარეობის გამო, შეეხო პოლიტიკური ქმედებების აუცილებლობას კლიმატურ კრიზისის საპასუხოდ და ხაზი გაუსვა რელიგიათაშორის დიალოგის როლს.

როგორც მჟკ იუწყებოდა, კათოლიკე ბაიდენმა განაცხადა, რომ აბორტის უფლების მომხრეა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus