ჩვენ რუსები გავაქრისტიანეთ და ცივილიზაცია მოვუტანეთ მათ, - პატრ. ბართლომე

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: znews.gr

პატრიარქი ბართლომე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „პრივილეგიების“ წინააღმდეგ ტარდება „პირადი ცილისმწამებლური ომი“.

2021 წლის 24 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა  ბართლომემ  კვიპროსის გამომაცემლობა „პოლიტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა  წინამორბედებმა რუსები ქრისტიანებად აქციეს და ცივილიზაციას აზიარეს.

ფანარიონის მეთაურმა თქვა, რომ მსოფლიო პატრიარქის ხარისხში მას  უკვე ოცდაათი წელია აკისრია კონსტანტინოპოლის პატრიარქის „უფლებებზე“ პასუხისმგებლობა „თავისი წინამორბედების, ისტორიის, ღვთის ხალხის  წინაშე, რომელიც კონსტანტინოპოლისგან  მხოლოდ ჭეშმარიტებას ელოდება და ეს ჭეშმარიტება შორს არის ყოველდღიური ინტერესებისგან“.

პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით, სწორედ იმ  ფაქტმა, რომ მან  თავისი გადაწყვეტილებით  მეუ-ს აღიარების შესახებ  „დაიცვა ჭეშმარიტება“,  მოახდინა რუსული ეკლესიის „სასტიკი“ რეაქციის პროვოცირება.

ამის შედეგად, მეუ-ს ლეგალიზების მოწინააღმდეგეებმა (საქმე ეხება რმე-ს წარმომადგენლებს, - რედ.) გააჩაღეს „პირადი ცილისმწამებლური ომი ყველაზე თავმდაბალი პირის წინააღმდეგ და განსაკუთრებით ცილისმწამებლური კამპანია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ისტორიული პასუხისმგებლობის წინააღმდეგ, რომელმაც მათ ქრისტიანობა მოუტანა და ცივილიზებულ ხალხად აქცია“.

სწორედ ეს (მეუ-ს აღიარების მიუღებლობა, - რედ.) „იწვევს ხალხში შიშისა და დაბნეულობის გრძნობას, როდესაც სხვა ეკლესიებს არ სურთ შეათანხმონ თავიანთი ქმედებები მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებთან“, - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით, არიან ისეთებიც, ვისაც შურთ  მისი მართლმადიდებლობაში პირველობის მდგომარეობა და ამის გამო „ახალ ეკლესიოლოგიას ქმნიან“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus