პირველის გარეშე მართ. არის საეკლესიო ჯგუფების ფედერაცია,-ფანარიონის მეთაური

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: kathimerini.gr

ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ არიან ისეთები, ვისაც  მართლმადიდებლობაში მისი პირველობის შურს და და ამის გამო ქმნიან "ახალ ეკლეზიოლოგიას".

2021 წლის 24 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ კვიპროსის გამოცემა «Политис» -სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "მართლმადიდებლობაში პირველი გარეშე"- ეს არის მხოლოდ საეკლესიო ჯგუფების ფედერაცია.

ფანარიონის მეთაურის აზრით, ტერმინის "პირველი" კონსტანტინოპოლთან მიმართებაში  გამოყენება არის "ახალი გამოგონებ, რამდენადაც ის იხმარება ნეგატიურ კონტექსტში და ხასიათდება როგორც "პაპის", აშკარა სურვილია გამოიწვიოს გაღიზიანება და სკანდალი ზოგიერთ ჩვენს თანამოძმეებს შორის".

:მინდა ვიკითხო: განა ყოველ ეპარქიაში არ არის პირველი? განა ყოველ ეკლესიაში არ არის პირველი/. მაშ რატომ არ არის ის (პირველი,-რედ.) ადგილობრივ ეკლესიებში?  რამდენადაც სულ მცირე სტრუქტურიდან, რომელსაც წარმოადგენს სამრევლო, ადგილობრივ ეკლესიამდე როგორც ერთი მთლიანი, მათ ჰყავთ პირველი, მაშინ როგორ შეიძლება, რომ ადგიკობრივ ეკლესიებს არ ჰყავდეთ საკუთარი პირველი?"-თქვა პატრიაქმა ბართლომემ.

ის დარწმუნებულია, "რომ თუ ჩვენ არ გვყავს პირველი, მაშინ ჩვენ წარმოვადგენთ ადგილობრივი ადმინისტრავიული ეკლესიების ჯგუფს, ერთობის გარეშე (ტექსტში გამოყენებულია სიტყვა κοινωνία, – რედ.), როგორც ამას ითხოვს ჩვენი ეკლეზიოლოგია ადგილობრივი ეკლესიებისა, რომელის იმართება პირველის მიერ".

მისი სიტყვებით, "ეს ფედერაცია, და ეს ახალი ეკლეზიოლოგია გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი ძმა არ მიყვება ჩვენი მამების ნაბიჯებს" და " პირველის პასუხისმგებლობას გარეგნულად აფასებენ როგორც პრივილეგიას და ამ მდგომარეობის შეგნებულად შურთ. მაგრამ პირველის მდგომარეობა ეს არის მოწამეობა, ეს არის პასუხისმგებლობა, ეს თავგანწირვაა",-განაცხადა ფანარიონის მეთაურმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ მატრიარქი ბართლომე ჰოსპიტალიზირებულ იქნა აშშ-ში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus