პაპმა მადლობა გადაუხადა ბართლომეს ერთიანობის აღდგენისათვის მისწრაფების გამო

პაპი ფრანცისკე და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: vaticannews.va

რკე-ს მეთაურმა მოულოცა პატრიარქ ბართლომეს კონსტანტინოპოლის ტახტზე არჩევის 30-წლისთავი.

რომის პაპი ფრანცისკე  ერთიანობის აღდგენისათვის  ფანარიონის მეთაურის მისწრაფების მადლიერია.  ამაზე რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა დაწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესადმი გაგზავნილ მილოცვაში, რომელიც 2021 წლის 22 ოქტომბერს აღნიშნავს თავისი პატრიარქობის 30 წელს, იუწყება Vatican News.

პაპმა მიუთითა იმ  "მჭიდრო კავშირებზე", რაც აკავშირებს მათ პატრიარქთან, და მადლობა გადაუხადა ფანარიონის მეთაურს იმისათვის, რომ ის "დაუღალავად უჩვენებს დიალოგის გზას სიყვარულსა და ჭეშმარიტებაში" როგორც  ქრისტეს მორწმუნეების შერიგებისა და მათი სრული ერთობის აღდგენის  ერთადერთ შესაძლებლობას.

"ღმერთის წყალობით ეს დარჩება იმ გზად, რომელზეც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ერთად სიარულს, რამდენადაც ახლო კავშირი და სოლიდარობა ჩვენს ეკლესიებს შორის- ეს შეუცვლელი წვლილია საერთო ძმობასა და სოციალურ სამართლიანობაში, რაც კაცობრიობას ასე მწვავედ ესაჭიროება",-დაწერა რკე-ს მეთაურმა.

მჟკ წერდა, რომ ფანარიონის მეთაური ლოცულობს პაპის ჯანმრთელობაზე  "ერთიანობის მისიის განხორციელებისათვის".

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus