ჩსმე-ში ზომები არ მიიღეს ეპისკოპოსის მიმართ,რომელმაც სამრევლოები მიიტაცა

21 ოქტომბერი 2021 20:30
13
შუმერის ეპისკოპოსი ისაია მეუ-ს ,,ღვთისმსახურებაზე''. ფოტო: pomisna.info შუმერის ეპისკოპოსი ისაია მეუ-ს ,,ღვთისმსახურებაზე''. ფოტო: pomisna.info

ჩ. და სმეკ-ს სინოდმა უყურადღებოდ დატოვა პროფანარიონელი იერარქის ისაიას(სლანინკი) სამართალსაწინააღმდეგო ქმედებები, რომელიც ადრე მსახურობდა დუმენკოსთან ერთად.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არ მისცა შეფასება ოლომოუცისა და ბრნოს ეპარქიის შუმპერის ვიკარის,  ეპისკოპოს ისაიას (სლანინკი) ქმედებებს, რომელსაც ჰქონდა მცდელობა მიეტაცებინა წმინდა მოწამე ვაცლავის ტაძარი ქალაქ ბრნოში, იუწყება მჟკ-ს წყარო ჩსმე-დან.

სინოდი ჩატარდა 2021 წლის 7 ოქტომბერს ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, უნეტარესი მიტროპოლიტის როსტისლავის მეთაურობით. მასში, გარდა წინამძღვრისა, მონაწილეობა მიიღეს პრაღის არქიეპისკოპოსმა მიხეილმა, მიხალოვ-კოშიცკის არქიეპისკოპოსმა გეორგმა და ბრნოსა და ოლომოუცის ვიკარმა, შუმპერის ეპისკოპოსმა ისაიამ. ბრნოსა და ოლომოუცის ეპარქიის მოქმედი მთავარეპისკოპოსი, 95 წლის  არქიეპისკოპოსი სვიმეონი საავადმყოფოში იმყოფება და არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.

სინოდის გადაწყვეტილებაში, რომელიც აღმოჩნდა მჟკ-ს განკარგულებაში, ნათქვამია, რომ სხდომაზე "ჩვენი ეკლესიის შიდა ცხოვრების სხვა აქტუალური საკითხების გარდა, ასევე განხილულ იქნა  ზოგიერთი ღვთისმსახურის აპელაცია თავისი ეპარქიების ეპისკოპოსების კანონიკური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ".

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუბარი მიდიოდა ბრნოს თემის წინამძღვრის, დეკანოზ იოსებ ფეისაკის აპელაციაზე, რომელმაც საშუალება არ მისცა სლანინკას მიეტაცებინა ტაძარი, იმ იმედით, რომ სინოდი  ოდიოზი ეპისკოპოსის მიმართ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა სინოდმა პრაქტიკულად აიცილა კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხი, დაადგინა რა, რომ ყველა სადაო სიტუაციები უნდა გადაწყდეს ეპარქიებში ხელმძღვანელი ეპისკოპოსების მიერ: "რაც შეეხება ზოგიერთ პროცესუალურ დარღვევებს, განხილული საქმეები დაუბრუნდება დადგენილ გამოძიებას და შესაბამისი ეპარქიების ეპისკოპოსების გადაწყვეტილებას".

თუმცა, ასაკისა და 95 წლის არქიეპისკოპოს სვიმეონის ავადმყოფობის გამო, ის ამ მომენტში ვერ შეძლებს გადაწყვიტოს კონფლიქტური სიტუაციები თავის ეპარქიაში. ამიტომ კონფლიქტი ბრნოს თემის ირგვლის რჩება.

ადრე მჟკ წერდა, რომ ეპისკოპოსმა ისაიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქთან არსენისთან (კარდამაკისი) ერთად  ოსტრავაში დააფუძნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რაღაც ასოციაცია, რაც ჩსმე-ს იერარქების მიერ შეფასებულ იქნა როგორც  მათ კანონიკურ ტერიტორიაზე პარალელური იურისდიქციის შექმნის მცდელობა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ნოემბერს კიევის მიქაელის მონასტერში მეუ-ს მეთაურთან, ეპიფანე დუმენკოსა და ამ საეკლესიო სტრუქტურის "იერარქებთან"-თან ერთად იმსახურა ეპისკოპოსმა ისაიამ(სლანინკა),რომელიც   გახდა ფანარიონის მიერ ჩეხეთში შექმნილი მონასტრის მეთაურის მოადგილე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ