მს სსკგ-ში ვაქცინირებასთან დაკავშირებით „კოლექტიური გონიერებისკენ“ მოუწოდეს

მიტროპოლიტი ილარიონი. ფოტო: pravmir.ru

მიტ. ილარიონმა (ალფეევი) გააკრიტიკა რუსების მხრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინირებაზე უარის თქმა და განაცხადა, რომ რფ კოვიდის გამო ბევრ ადამიანს დაკარგავს.

ვაქცინაციის საკითხებში „კოლექტიურ გონიერებას“ უნდა მოვუხმოთ, თვლის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსი, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ამის შესახებ  რმე-ის იერარქმა თქვა პროგრამაში „ეკლესია და მსოფლიო“ შაბათს, 16 ოქტომბერს.

მან გააკრიტიკა იმ ადამიანთა პოზიცია, ვინც არ სარგებლობს უფასო ვაქცინაციის შესაძლებლობით და „სხვებსაც იგივეს მოუწოდებს“.

 „ვფიქრობ, ეს ის სიტუაციაა, როდესაც ჩვენ  რაღაც კოლექტიურ გონიერებას უნდა მოვუხმოთ. ყოველთვის ვეუბნები იმ ხალხს, ვისაც არ სურს აცრა: თუ თქვენ არ გსურთ, სხვების გამო მაინც გააკეთეთ ეს“, - თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

ის დარწმუნებულია, რომ „ჩვენ უკვე ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ მას (კორონავირუსს - რედ.). გვაქვს ვაქცინა... რომელიც გვიცავს 90%, 96%, 99%-ით“. მღვდელმთავარმა აგრეთვე განაცხადა, რომ საუბარი იმაზე, თითქოს ვაქცინა საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის და არ იცავს კორონავირუსისგან - მითია. მანამდე რს სსკგ უფროსი ყვებოდა, რომ Instagram-მა დაბლოკა მისი ექაუნთი ვაქცინაციის მხარდამჭერი პოსტების მერე, სადაც ვაქცინაციაზე უარის თქმა მან მკვლელობის ცოდვას შეადარა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus