პარიზში ფანარიოტებმა კათოლიკებთან ერთად ჩაატარეს საღამოს ღვთისმსახურება

16 ოქტომბერი 2021 23:20
116
ფანარიოტი დიაკვანი მსახურებაზე კათოლიკე ეპისკოპოსთან და მღვდლებთან ერთად. ფოტო: Marie-Christine Bertin / Diocèse de Paris ფანარიოტი დიაკვანი მსახურებაზე კათოლიკე ეპისკოპოსთან და მღვდლებთან ერთად. ფოტო: Marie-Christine Bertin / Diocèse de Paris

მართლმადიდებლური საღამოს ლოცვის დროს კათოლიკე სასულიერო პირები შემოსილები იდგნენ.

2021 წლის 10 ოქტომბერს პარიზში სენტ-ეტიენ-დიუ მონის ტაძარში წმინდა ჟენევიევას გორაკზე ჩატარდა მართლმადიდებლური საღამოს ლოცვა, რომელიც ფანარიოტებმა კათოლიკებთან ერთად ჩაატარეს, იუწყება Оrthodox Тimes-ის საიტი.

საიტის ინფორმაციით, საღამოს მსახურება ჩაატარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გალის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, ხოლო პარიზის რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი მიშელ ოპეტი მხოლოდ „ესწრებოდა“ მსახურებას.

ამავე დროს, როგორც ფოტოებზე ჩანს, მიშელ ოპეტი რკე-ის სამღვდელოების რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად იდგა ტაძარში კათოლიკურ სამღვდლო შესამოსელში - სტოლაში, რაც მართლმადიდებლური ოლარის ანალოგს წარმოადგენს.

ეს საღამოს ღვთისმსახურება ჩვეულებრივ ტარდება წმინდა დიონისე არეოპაგელის ხსოვნის პატივსაცემად. გადმოცემის თანახმად, ის იყო პარიზის ეპისკოპოსი და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. ამ ტაძარში, რომელიც VI საუკუნით თარიღდება, აგრეთვე წმინდა ჟენევიევას ნაწილები განისვენებენ.

პარიზის კათოლიკური ეპარქიის საიტზე წერია, რომ „მართლმადიდებლური ძმობის მწუხრის ლოცვის ტრადიცია (თავდაპირველად ნოტრ-დამ დე პარიში) დაფუძნებული იყო კარდინალი ჟან-მარი ლიუსტიგერის მიერ, რომელიც მას ყოველწლიურად იცავდა“, ხოლო „ეკუმენისტური მოძრაობის ქომაგმა მიშელ ოპეტიმ, პარიზის არქიეპისკოპოსმა, გააგრძელა ეს ტრადიცია“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ბელგიაში პატრიარქი ბართლომე და იღუმენი ქსენოფონტე კათოლიკებთან ერთად ლოცულობდნენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ