მეუ-ს მომხრეები გეგმავენ ტაძრის მიტაცებას ნოვოჟიტივიში პოკროვზე,-მასმედია

14 ოქტომბერი 2021 21:24
40
წმინდა საფარველის სახელობის ტაძარი ს. ნოვოჟიტოვში. ფოტო: news.church.ua წმინდა საფარველის სახელობის ტაძარი ს. ნოვოჟიტოვში. ფოტო: news.church.ua

მასმედიაში განაცხადეს, რომ ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე მეუ-ს მომხრეების ჯგუფი ს. ნოვოჟოტოვოში გეგმავს უმე-ს ტაძრის მიტაცებას.

მეუ-ს მომხრეების ჯგუფი გეგმავს ტულჩინსკის ეპარქიის ნოვოჟიტოვში უმე-ს წმინდა საფარველის ტაძრის მიტაცებას საუფლო დღესასწაულზე 14 ოქტომბერს, იუწყება «Перший козацький» ღონისძიების მიმდინარეობის წყაროზე დაყრდნობით.

ვინიცის ოლქის ორატოვსკის რაიონის მაცხოვრებლებს, სადაც მდებარეობს ტაძარი, სთავაზობენ გამოვიდნენ 14 ოქტომბერს  რაღაც "აუო-ს (აღმოსავლეთ უკრაინის ომის)  მონაწილეთა მსვლელობაში". განზრახულია, რომ ამ "მსვლელობის" მონაწილეები, სავარაუდოდ, გახდებიან ძირითად ძალად, რომელიც მიიტაცებს ტაძარს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა იციან მეუ-ს აქტივისტების გეგმის შესახებ, მაგრამ ჩარევას არ აპირებენ.

ორატოვსკის რაიონის მორწმუნეებს თავის მხრივ მოუწოდებენ ნოვოჟიტოვში უმე-ს თემთან ერთად დაესწრონ საუფლო დღესასწაულს მათ ტაძარში და  პროვოკატორებს სალოცავის მორიგი შეურაცხყოფის განხორციელების საშუალება არ მისცენ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 3 ოქტომბერს რეიდერებმა გატეხეს კლიტე ნოვოჟიტოვში წმინდა საფარველის ტაძარში  და დაკიდეს თავისი, ხოლო 5 ოქტომბერს შევიდნენ ეკლესიაში და იქ ჩაიკეტნენ. მიმტაცებლები იმოწმებენ 6 ოქტომბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მეუ-ს აქტივისტების საჩივარი, რომელთაც სურდათ მიეღოთ ტაძრის გასაღები. ამაზე სასამართლომ მათ უარი განუცხადა, მაგრამ ტულჩინსკის უმე-ს ეპარქიის წარმომადგენლებს დაავალა არ შეუზღუდონ  მათ ეკლესიის შენობაში შესვლა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ