უმე-ს მრევლი - ზელენსკის: რადიკალთა მუქარა შუღლის შეგნებული გაღვივებაა

,,მარჯვენა სექტორის'' აქტივისტები ლვოვში. ფოტო: facebook.com/Правий-Сектор-Львівщина

„მირიანემ“ მიმართა პრეზიდენტს როგორც კონსტიტუციის გარანტს რადიკალთა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც უმე-ს მრევლის და მათი ახალი ტაძრების წინააღმდეგ გამოდიან.

მე-ს მორწმუნეთა დაშინება და მათი კანონიერი უფლებების უგულებელყოფა ქვეყნის სიტუაციის რყევის ნიშანია. ამაზე ლაპარაკია საზოგადოებრივი კავშირის „მირიანეს“ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისადმი.

მიმართვის საბაბი გახდა ბოლოდროინდელი მოვლენები ლვოვის ოლქში, სადაც „მარჯვენა სექტორის“ წარმომადგენლები გამოდიან უმე-ს ახალი ტაძრების მშენებლობის წინააღმდეგ, მიტაცებულების სანაცვლოდ, და ემუქრებიან ქველმოქმედებს, ვინც მათ ამაში ეხმარება. რადიკალები ახალ აქციებს აანონსებენ და მორწმუნეები ამაში კონფესიათაშორისი შეღლის გაღვივების მცდელობებს ხედავენ.

 „ჩვენ, უმე-ს „მირიანე“, მივმართავთ კონსტიტუციის გარანტს, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის, რომ მან დაიცვას უმე-ს მორწმუნეთა უფლებები და შეინარჩუნოს თავისუფლება და სიმშვიდე უკრაინის საზოგადოებაში. <...> ნებისმიერი პროვოკაციული განცხადებები უმე-ს „მირიანეს“ მიმართ დაშინების მიზნით, მორწმუნეთა უფლებების უგულებელყოფა სახელმწიფოს შეგნებული შესუსტებისა და დესტაბილიზაციის ნიშანია“, - ნათქვამია „მირიანეს“ განაცხადში, რომელიც გამოქვეყნებულია ორგანიზაციის тг-არხზე პარასკევს, 8 ოქტომბერს.

მორწმუნეებმა ხაზი გაუსვეს, რომ იმედი აქვთ  ამ სიტუაციის კანონიერი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობის, ხოლო მისმა ინიციატორებმა უნდა აგონ პასუხი.

ვლადიმერ ზელენსკისადმი მიმართვაში მათ დაასახელეს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც დაკავშირებულია უმე-ს წინააღმდეგ აქციებთან და რადიკალთა განცხადებებთან და მოუწოდეს, რომ მიიღონ საჭირო ზომები რელიგიური მტრობისა და ზიზღის შემდგომი გაღვივების წინააღმდეგ.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ლვოვის „მარჯვენა სექტორი“ აშკარად იმუქრება „რადიკალური ზომების“ მიღებით მეწარმის ანდრია ბიბეს მიმართ - მეცენატის, რომლის წყალობით მხოლოდ ბოლო დროს უკრაინის დასავლეთ ოლქებში აშენებულია უმე-ს 10 ტაძარი, მიტაცებულების სანაცვლოდ. თავისი მუქარა და მოთხოვნები რადიკალებმა გაახმოვანეს  მეწარმის საკუთრებაში მყოფ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე «БРСМ-Нафта». „მარჯვენა სექტორის“ წევრებმა აგრეთვე განაცხადეს მონაწილეობაზე 50 ტაძრის მიტაცებაში, , იმუქრებოდნენ უმე-ს წინააღმდეგ ახალი აქციებით და განაცხადეს, რომ დადგა „მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიაზე“ მორიგი დარტყმების დრო.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
17%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
83%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 6

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus