უმე-ს საქმეთამმართველი: ფანარიონმა მოატყუა ეკლესია და საკუთარი თავი

ფანარიონის მეთაურის ვიზიტმა უკრაინაში, მისთვის უარყოფითად იმოქმედა. ფოტო: pomisna.info

პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის საწინააღმდეგო პროტესტებმა უჩვენა მსოფლიო მართლმადიდებლობას, რომ უკრაინელ ხალხს არ სურს სქიზმატიკოსების ლეგალიზაცია, თქვა უმე-ს იერარქმა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ იცრუა ადგილობრივ ეკლესიებთან, რომ უკრაინელ ხალხს სურს მიიღოს ავტოკეფალია და მხარს უჭერს სქიზმატიკოსების ლეგალიზაციას, დაწერა თავის Facebook გვერდზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა.

ის თვლის, რომ ფანარიონის მეთაურის ვიზიტმა უკრაინაში უარყოფითი როლი შეასრულა მისთვის, რადგანაც უკრაინულმა სამწყმსომ აჩვენა მას და მთელ მსოფლიო მართლმადიდებლობას, რომ არ სურს მისი ხილვა ჩვენს ქვეყანაში და ნეგატიურად აფასებს მის გადაწყვეტილებას სქიზმატიკოსების ლეგალიზაციის საკითხში.

"რადგანაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ დაინახა, რომ  უამე და უმე (კ) კს -დან სქიზმატიკოსების ლეგალიზაციის მისი გადაწყვეტილების უკან არ დგას უკრაინელი ხალხის სურვილი, რომ ასეთ ნაბიჯებს რეალურად, მცირე მხარდაჭერა აქვს,- დაწერა მიტროპოლტმა ანტონმა.- და რადგანაც ასეა, გამოდის, რომ კონსტანტინოპოლში ატყუებდნენ საკუთარ თავსაც და სხვა ადგილობრივ ეკლესიებსაც, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ეფუძნება უკრაინელების უმრავლესობის მხრიდან მოთხოვნებს".

როგორც მჟკ იუწყებოდა, ეკლესიის ისტორიაში უკვე იყო კრებები, სადაც დაგმობილი იყო ფანარიონის ქმედებები, თქვა უმე-ს საქმეთა მმართველმა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
17%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
83%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 6

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus