რმე-ში ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორეს სქიზმატიკოსი უწოდეს

08 ოქტომბერი 2021 23:55
95
პატრიარქი თეოდორე და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: pomisna.info პატრიარქი თეოდორე და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: pomisna.info

მიტ.ილარიონმა თქვა,რომ პატ. თეოდორე შეუერთდა სქიზმატიკოსებს,და რმე-ს საფუძველი არა აქვს  ალექსანდრიის ეკლესიის კლრიკებს მათი რმე-ს იურისდიქციაში მიღებაზე უარი უთხრას.

რმე სსუგ-ს მეთაური, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) თვლის, რომ ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი თეოდორე შეუერთდა განხეთქილებას, იუწყება ბერძნული საიტი «Ромфея».

პროგრამა "ეკლესია და სამყარო"-ს ეთერში მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 23-24 სექტემბერს დაადგინა განიხილოს ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების თხოვნა მათი რმე-ს იურისდიქციაში მიღების თაობაზე.

იერარქის სიტყვებით, "როდესაც ალექსანდრიის პატრიარქი შეუერთდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს და უკრაინის სქიზმატური სტრუქტურა მართლმადიდებელ ეკლესიად  აღიარა, ამან გამოიწვია შიდა განხეთქილება ალექსანდრიის ეკლესიაში, და რამდენიმე ათეულმა მღვდელმა, რომლებიც არ ეთანხმებიან განხეთქილების აღიარებას, მიმართეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს თხოვნით მიიღოს ისინი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში". 

რუსული ეკლესია, განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა, იმედოვნებდა,რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე II გადახედავდა თავის გადაწყვეტილებას (მეუ-ს აღიარების შესახებ,-რედ.), მაგრამ ეს არ მოხდა.

"ამა წლის აგვისტოში პატრიარქი თეოდორე გაემგზავრა იმბროსზე, პატრიარქ ბართლომეს სამშობლოში. იქ მათ უკრაინის სქიზმატიკოს ლიდერთან ეპიფანე დუმენკოსთან ერთად ჩაატარეს ღვთისმსახურება. საეკლესიო კანონებით, თუ იერარქი გაერთიანდა სქიზმატიკოსთან, მაშინ თვითონაც ვარდება განხეთქილებაში. სამწუხაროდ, საეკლესიო კანონები არ გვაძლევენ სხვა განმარტებას",- აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

დუმენკოსთან ერთობლივი წირვის შემდგომ, თვლის მეუფე, "პატრიარქი თეოდორე საბოლოოდ შეუერთდა განხეთქილებას", და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას "საფუძველი არა აქვს არ მიიღოს ალექსანდრიის საპატრიარქოს სამღვდელოების თხოვნა",-განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

"რამდენი დრო დასჭირდება საკითხის განხილვას, და როგორი სტრუქტურით იქნება   წარმოდგენილი ჩვენი ყოფნა აფრიკაში- გადაწყდება რმე-ს წმინდა სინოდის შემდეგ სხდომებზე"-დაასრულა ეპისკოპოსმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ რმე აპირებს მიიღოს ალექსანდრიის ეკლესიის კლირიკები, რომლებმაც მეუ არ აღიარეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ