მს სსუგ-ს მეთაურმა განაცხადა პატრიარქ კირილის პაპთან შესაძლო შეხვედრაზე

პატრიარქი კირილი და პაპი ფრანცისკე, 2016 წელი. ფოტო: РИА Новости

მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) სიტყვებით, მთავარი არა რმე-ს წინამძღვრის და რკე-ს მეთაურის შეხვედრაა, არამედ მისი შედეგები.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ახალ შეხვედრას   რომის პაპ ფრანცისკესთან  გამოაცხადებენ  ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე. ამაზე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო -საეკლესიო ურთიერთობათა  განყოფილების (მს სსუგ) ხელმძღვანელმა, ვოლოკამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

იერარქმა აღნიშნა, რომ საჭიროა ორ თემად დაყოფა- პაპის ვიზიტი რუსეთში და მისი შეხვედრა პატრიარქ კირილთან. თუ პონტიფიკოსის ვიზიტი არ დგას "ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების" დღის წესრიგში, მაშინ რელიგიური ლიდერების ახალი შეხვედრა, მისი აზრით, შედგება.

"ვფიქრობ, ეს შეხვედრა შედგება, მაგრამ ჩვენ არ გამოვაცხადებთ მას ერთი თვით ან რამდენიმე თვით ადრე.  რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია არა უბრალოდ შეხვედრა, არამედ მისი შედეგები. წინა შეხვედრამ კარგი ნაყოფი გამოიღო",- თქვა მს სსუგ-ს მეთაურმა.

პატრიარქ კირილის პირველი შეხვედრა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან, რომელიც შედგა ჰავანაში 2016 წლის 12 თებერვალს, გამოაცხადეს მხოლოდ ერთი კვირით ადრე. მეორესაც ასევე მის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე გამოაცხადებენ, "როდესაც ჩვენ დავამთავრებთ მომზადებას", დაამატა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 6 ოქტომბერს მს სსუგ-ს მეთაური შეხვდა პაპ ფრანცისკეს ვატიკანში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
17%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
83%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 6

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus