ვაქცინაციაში მთავარი ნებაყოფლობის პრინციპია, - უმე-ს საქმეთა მმართველი

ავიცრათ თუ არა: ყველას აქვს გადაწყვეტილების უფლება. ფოტო: sfedu.ru

მიტროპოლიტი ანტონი გამოდის იმათი უფლებების დასაცავად, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებაზე უარს ამბობს.

ნებაყოფლობის პრინციპის დაცვა უმთავრესი მომენტია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებაში, თქვა РИА Новости-თან ინტერვიუში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა.

მისი სიტყვებით, აცრის საკითხი  ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. COVID-19-ის  წინააღმდეგ აცრაზე  უარის მთქმელთა უფლებები არ უნდა შეიზღუდოს. „ამ პროცესში მონაწილეობა თუ უარის თქმა ყოველი ჩვენგანის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების შედეგი უნდა იყოს. მთავარი ამ საქმეში ნებაყოფლობითობის პრინციპის და იმათი უფლებების დაცვაა, ვინც ობიექტური მიზეზების გამო უარს ამბობს აცრაზე“, - თქვა უმე-ს იერარქმა.

ის აგრეთვე ყვებოდა იმ  შედეგებზე, რაც ეპიდემიამ  მორწმუნეებს და ეკლესიას მოუტანა. კერძოდ, სამედიცინო რეკომენდაციების გამო გაჩნდა მრევლის დასწრების პრობლემა ღვთისმსახურებაზე. ამასთან დაკავშირებით, უმე-ში მორწმუნეებს ნება დართეს, თუ ვინმე თავს ოდნავ მაინც შეუძლოდ გრძნობდა, არ მოსულიყო კვირის მსახურებაზე, რათა სხვისი დასნეულების მიზეზი არ გამხდარიყო. ახალი ავადმყოფობის გაჩენა და საზოგადოებრივი შეზღუდვების შემოღება, რომლებმაც უამრავი ოჯახის კეთილდღეობას დარტყმა მიაყენეს, ადამიანთა შორის წუხილი გამოიწვია.

სხვა მხრივ, როგორც მიტროპოლიტმა ანტონმა აღნიშნა, ეპიდემიამ დაგვანახა, რომ უნდა დავაფასოთ ღია ტაძრები და ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღების საშუალება. „იმედი მაქვს, რომ ეს ეპიდემია გამოგვაფხიზლებს და საშუალებას მოგვცემს დავაფასოთ ტაძარში გატარებული ყოველი წამი“, - დაასკვნა უმე-ს მღვდელმთავარმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, პრეზიდენტისადმი პეტიციამ იძულებითი ვაქცინაციის წინააღმდეგ  25 000 ხელმოწერა დააგროვა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus