მს სსკგ: ალექსანდრიის ეკლესიის ათობით მღვდელი ითხოვს მათ მიღებას რმე-ში

მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: al-eparhiya.ru

ალექსანდრიის პატრიარქის თეოდორე II-ს მიერ მეუ-ს აღიარებამ ალექსანდრიის ეკლესიაში განხეთქილება გამოიწვია.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) გადაცემაში „ეკლესია და სამყარო“ («Церковь и мир») არხზე «Россия-24» განაცხადა, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს ათობით მღვდელი, ვინც არ ეთანხმება მეუ-ს აღიარებას, ითხოვს რმე-ში მიღებას.

 „როდესაც ალექსანდრიის პატრიარქი შეუერთდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს და უკრაინაში განხეთქილების სტრუქტურა აღიარა როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, მოიხსენია მისი ლიდერი ღვთისმსახურებისას, ამან გამოიწვია ალექსანდრიის ეკლესიაში განხეთქილება, რაც მოსალოდნელი იყო. ათობით მღვდელმა, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ მოხსენიებას და განხეთქილების აღიარებას, მიმართეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ  კირილეს თხოვნით რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებაზე“, - აღნიშნა სსკგ-ის თავმჯდომერემ.

მიტროპოლიტმა ილარიონმა დაამატა, რომ რუსეთის ეკლესიაში იმედი ჰქონდათ, რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე II გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა ეს არ მოხდა.

 „ამა წლის აგვისტოში პატრიარქი თეოდორე გაემგზავრა კუნძულ იმბროსზე - ადგილი, სადაც დაიბადა პატრიარქი ბართლომე. მათ იქ ერთად აღასრულეს მსახურება, რომელშიც მონაწილეობდა უკრაინული განხეთქილების ლიდერი ეპიფანე დუმენკო. საეკლესიო კანონთა თვალსაზრისით, თუ იერარქი განხეთქილების მონაწილესთან ერთად მსახურობს, ის თვითონ ხდება განხეთქილების მონაწილე. სამწუხაროდ, საეკლესიო კანონები არანაირ  სხვა ინტერპრეტაციას არ გვაძლევს“, - თქვა სსკგ-ის თაცმჯდომარემ.

ამ მსახურების შემდეგ „პატრიარქი თეოდორე საბოლოოდ ასოცირდა განხეთქილებასთან“, რუსეთის  მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია საფუძველი, რომ უარი უთხრას ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსებს მათ თხოვნაზე, დააზუსტა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

 „რამდენი  ხანი დაჭირდება განხილვას, როგორ უნდა გაფორმდეს სტრუქტურულად ჩვენი  აფრიკაში ყოფნა - ეს უნდა გადავწყვიტოთ წმინდა სინოდის უახლოეს სხდომებზე“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, დეკანოზი  ანდრია ნოვიკოვი ყვებოდა, რომ ალექსანდრიის ეკლესიის სამრევლოებიდან აძევებენ წინამძღვრებს, ვისაც სურთ მს-ში გადასვლა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus