უმე-ს იერარქი:რატომ არის მრევლისა და სამღვდელოების ერთობა?მადლობა ფანარიონს

ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი. ფოტო: pravoslavie.ru

პატრიარქ ბართლომეს პროექტმა „მეუ“-მ გამოიწვია უმე-ს ტაძრების მიტაცება, მაგრამ მორწმუნეთა და სამღვდელოებას შორის სულიერი ძალების მოზღვავება, თქვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაური, ბარიშევსკის ეპისკოპოსი  ვიქტორი  ინტერნეტ-პორტალ Православие.RU-თან ინტერვიუში ყვებოდა ტაძრების რეიდერული მიტაცებისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში არაკანონიკური ქმედებების გამო უმე-ს მორწმუნეთა და სამღვდელოებაში საოცარ სულიერ ამაღლებაზე, თემთა გაერთიანებაზე თავიანთი წინამძღვრების გარშემო.

ამჟამინდელ მდგომარეობაზე ეპისკოპოსმა ვიქტორმა აღნიშნა, რომ კვლავ ადგილი აქვს აშკარა მტრულ ქმედებებს უმე-ს წინააღმდეგ, მეუ-ს მომხრეთა მიერ ტაძრების იძულებით მიტაცებებს, სახელმწიფო მოხელეების ჩარევას საეკლესიო სფეროში, უმე-ს თემთა უკანონო გადარეგისტრირებას, დევნას მასმედიაში. ამ ყველაფერმა გამოიწვია კანონიკური ეკლესიის მორწმუნეთა ერთობა. „ჩვენ ვხედავთ მორწმუნეთა და სამღვდელოებას შორის სულიერი ძალების მოზღვავებას, თემთა გაერთიანებას თავიანთი წინამძღვრების გარშემო, ადამიანთა ერთგულებას ქრისტესა და მისი ეკლესიისადმი, იმის გააზრებას, რომ ჩვენ ყველანი ქრისტესმიერი ძმები და დები ვართ“, - თქვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

მისი სიტყვებით,  საეკლესიო რეიდერობისგან დაზარალებული ყოველი თემის ტკივილსა და ტანჯვას მთელი  ეკლესია პასუხობს, რომელიც  აგროვებს შემოწირულობებს ახალი ტაძრების მშენებლობისთვის, მიტაცებულების ნაცვლად. „პრაქტიკულად ყოველ სოფელში, სადაც ტაძარი მიიტაცეს (ეს კი ასზე მეტი ადგილია, ძირითადად უკრაინის დასავლეთ ოლქებში), ყოველ ასეთ სოფელში ახალი ტაძარი ან უკვე აშენდა, ან შენდება, ან გროვდება თანხები მის ასაშენებლად. თუმცა დახმარება, ფულადი, მატერიალური, სამშენებლო მასალის, საეკლესიო, სამღვდელმსახურო ნივთების  სახით - ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოდის“, - თქვა უმე-ს იერარქმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მორწმუნეთა დაცვა, ვისაც ტაძრები წაართვეს, ჩვენი საერთო საქმეა, თქვა უმე-ს იერარქმა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus