უმე-ს ბაზრობაზე „იკითხე და შექმენი“ თემებისთვის 42 400 გრივნა შეაგროვეს

საქველმოქმედო წიგნის ბაზრობა კიევო-პეჩერის ლავრაში. ფოტო: БФ «Фавор»

ბაზრობაზე მოგებული თანხები დაირიცხება რეიდერობისგან დაზარალებული უმე-ს თემების ახალი ტაძრების მშენებლობისთვის, ორგანიზატორები  მადლობას უხდიან მონაწილეებს.

საქველმოქმედო წიგნის ბაზრობის „იკითხე და შექმენი“ ორდღიანი მუშაობის განმავლობაში, რომელიც ტარდებოდა 2021 წლის 25 და 26 სექტემბერს კიევო-პეჩერის მიძინების ლავრის ტერიტორიაზე, შეგროვდა 42 400 გრივნა, იუწყებოდნენ სფ «თაბორში».

ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქველმოქმედო ფონდი «Фавор» („თაბორი“) და პროექტი «Наша лепта» („ჩვენი წვლილი“), ჩატარებული იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემთა დასახმარებლად, რომლებმაც მიტაცებების შედეგად ტაძრები დაკარგეს.

ბაზრობის მუშაობა დაიწყო პარაკლისით ღვთისმშობლის ას ხატთან, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ გამოფენაზე „უკრაინა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახლი“. საპარაკლისო გალობა აღასრულა კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსმა, ვასილკოვსკის არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა პროექტ «Наша лепта»-ს ხელმძღვანელის, დეკანოზ ვლადიმერ კოსტოჩკასთან, ფონდ «Фавор»-ის ხემძღვანელის, დეკანოზ ალექსანდრე სოროკინთან და აგრეთვე ქალაქ კიევის სამღვდელოებასთან  თანამსახურებაში.

დამსწრეთა წინ წარდგა საბავშვო საეკლესიო გუნდი «Радуйся» („გიხაროდენ“) ნატალია მელეშკინას ხელმძღვანელობით და, როგორც ფონდში აღნიშნეს, ბავშვების ხმებით განსაკუთრებით გულისამაჩუყებლად ისმოდა: «Вера вечна, вера славна! Наша вера православна».

წიგნის ბაზრობის მუშაობის განმავლობაში შეგროვდა 42 ათას გრივნაზე მეტი.

„ორგანიზატორები გამოხატავენ განსაკუთრებულ მადლიერებას კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, ბელოგოროდსკის ეპისკოპოსის სილვესტრის მიმართ ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებისა და ხელშეწყობისთვის. ქედს ვუხრით ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ორგანიზატორტა ინიციატივას და ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. საერთო ძალებით, ორ დღეში 42 400 გრივნა შეგროვდა. თანხა, შეგროვილი საქველმოქმედო აქციის დროს, გადარიცხული იქნება ახალი ტაძრების ასაშენებლად! იმედია, რომ ღვთის წყალობით საქველმოქმედო წიგნის ბაზრობა „იკითხე და შექმენი“ კეთილი ტრადიციის სახეს მიიღებს!“ - ხაზი გაუსვეს „Фавор“-ში.

ის, თუ როგორ ტარდებოდა ბაზრობა „იკითხე და შექმენი“ და ამ საქველმოქმედო აქციის მონაწილეების შესახებ ყვებოდნენ «Перши Козацьки»-ის სიუჟეტში.

 „სასიხარულო იყო ამ ხალხის ნახვა - სრულიად ახალგაზრდებისა და გაჭაღარავებულების, ბავშვებიანი ქალებისა და საქმიანი კაცების, ერისკაცებისა და მღვდლების - რომლებიც ცხოველ ინტერესს გამოხატავდნენ წიგნების მიმართ, ეძებდნენ სასურველ გამოცემებს, პოულობდნენ საჭირო და საინტერესო წიგნებს და შემოწირულობებს სიხარულით აკეთებდნენ. ვოლონტიორებმა თქვეს, რომ ერთმა ოჯახმა 2500 გრივნის წიგნები წაიღო. მაგრამ მთავარი არა კონკრეტული თანხებია, არამედ ის, რომ ასეთ მომენტებში ჩვენ, უმე-ს ერთგულები, ერთ ოჯახად ვგრძნობთ თავს და რაღაც მთავარს ვუზირებთ ერთმანეთს“, - ხაზი გაუსვეს სიუჟეტის ავტორებმა.

მჟკ წერდა, რომ წიგნის ბაზრობა „იკითხე და შექმენი“ ჩატარდა საქველმოქმედო ფონდის «თაბორის»  და „40 ტაძრის“ მხარდასაჭერად, რომლის ფარგლებში ფონდმა უკვე დახმარება გაუწია 39 საეკლესიო რეიდერობისგან დაზარალებულ თემს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus