რკე-ს არქიეპისკოპოსმა დააანონსა პაპის ვიზიტი უკრაინაში

01 ოქტომბერი 2021 01:30
15
რომის პაპი ფრანცისკე. ფოტო: ukrinform.ru რომის პაპი ფრანცისკე. ფოტო: ukrinform.ru

რკე-ს  ლვოვის არქიდიოცეზის არქიეპისკოპოს-მიტროპოლიტი პროგნოზირებს პაპი ფრანცისკეს ვიზიტს უკრაინაში 2022 წელს.

რომის პაპი ფრანცისკე გეგმავს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს უკრაინას 2022 წელს, გვატყობინებს პოლონური ინტერნეტ-გამოცემა Katolika Agencja Informacyjna.

რომაელ-კათოლიკეთა მეთაურის ვიზიტის თაობაზე გვამცნობს რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ლვოვის არქიდიოცეზის არქიეპისკოპოს-მიტროპოლიტი მეჩისლავ მოკშიცკი. „გავიგე, რომ წმინდა მამა გეგმავს ასეთ ვიზიტს მომდევნო (2020- რედ.) წელს“, - განაცხადა მან პოლონური გამოცემისადმი მიცემულ ინტერვიუში.

ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პაპ ფრანცისკესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი ელოდება რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ვიზიტს.

როგორც მჟკ წერდა, პაპმა მოუწოდა უნგრეთს გახდეს ღია მუსულმანი მიგრანტებისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ