დევნილმა თემმა ბოიანჩუკში საუფლო დღესასწაული მშენებარე ტაძარში აღნიშნა

უმე-ს მშენაბარე ტაძარი ზასტავნოვსკის სამრევლოს სოფელ ბოიანჩუკში. ფოტო: страница Черновицко-Буковинской епархии в Facebook.

სოფელ ბოიანჩუკის უმე-ს თემი მეორე წელია უკვე ღვთისმშობლის შობის საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს ტაძარში, რომელიც შენდება მეუ-ს რეიდერთა მიერ მიტაცებულის ნაცვლად.

2021 წლის 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ზასტავნოვსკის სამრევლოს სოფელ ბოიანჩუკის მეუ-ს რეიდერობისგან  დაზარალებულმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემმა საუფლო დღესასწაული მშენებარე ტაძარში აღნიშნა, იუწყება თავის Facebook გვერდზე ჩერნოვიც-ბუკოვინის ეპარქია.

ეს უკვე მეორე საუფლო დღესასწაულია მშენაბარე ტაძარში მას შემდეგ, რაც 2018 წლის დეკემბერში, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, განხეთქილების მონაწილეებმა მიიტაცეს უმე-ს ტაძარი. თუ 2019 წელს დევნილი თემის მორწმუნეები აღნიშნავდნენ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს კარავში, 2020 წლიდან ისინი აღნიშნავენ ტაძარში, თუმცა მშენებარეში. საუფლო დღესასწაულისთვის დაყენებული იყო ახალი კანკელი, რომელზეც თანხების შეგროვებას ითხოვდა ბოიანჩუკის მართლმადიდებელი თემი.

 „წელს საუფლო დღესასწაულის სიხარული ტაძრის წინამძღვართან, მღვდელ ალექსანდრე გოლიანოვსკისთან ერთად გაიზიარეს მიტროფორულმა დეკანოზმა თეოდორე კოროლმა და დიაკვანმა ბასილი გოლბანმა. ღვთისმსახურების შემდეგ ჩატარდა ლიტანიობა ტაძრის გარშემო ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ხატით, სახარების კითხვით და ხალხზე და ტაძარზე ნაკურთხი წყლის პკურებით“, - იუწყება უმე-ს ჩერნოვიცის ეპარქია.

როგორც მჟკ იუწყებოდა, რეიდერობისგან დაზარალებული ბოიანჩუკის თემი ტაძრის მშენებლობისთვის დახმარებას ითხოვს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus