რმე განაცხადა-ბართლომეს უფლება არ აქვს თავს მართმადიდებლობის ლიდერი უწოდოს

რმე-ს წინამძღოლი პატრიარქი კირილი. ფოტო: mitropolia74.ru

რმე-ში მიუთითეს ფანარიონის მეთაურის  პასუხისმგებლობაზე ეკლესიის ერთიანობის დარღვევაში და დაადასტურეს მართლმადიდებლობაში შექმნილი სიტუაციის ზოგადმართლმადიდებლური განხილვა

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს უფლება არ აქვს გამოდიოდეს მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობის სახელით და თავი მის ლიდერად წარმოადგინოს. ამის შესახებ ლაპარაკია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებულია 2021 წლის 23-24 სექტემბერს სხდომის შედეგების მიხედვით, იუწყება «Патриархия.ru».

სინოდმა აღნიშნა, რომ „კონსტანტინოპოლის მარადსახსენებელ უწმინდეს პატრიარქთა კეთილშობილური გმირობები წარსულში ვერ გაამართლებენ პატრიარქ ბართლომეს ამჟამინდელ კანონიკურ დანაშაულებებს, რომელიც მხარს უჭერს განხეთქილებას და ეკლესიურ ერთობაში შედის იმ პირებთან, ვინც თავს მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს უწოდებს, მაგრამ კანონიკური ქიროტონია არ აქვთ“.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში განხეთქილების მხარდაჭერით პატრიარქმა ბართლომემ დაკარგა მილიონობით მორწმუნეთა ნდობა და „იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს მართლმადიდებელ მორწმუნეთა უმრავლესობას არ აქვს მასთან საეკლესიო ერთობა, მას აღარ აქვს უფლება გამოვიდეს მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობის სახელით და თავი მის ლიდერად წარმოადგინოს“.

სინოდმა დაადასტურა მოსკოვის საპატრიარქოს ერთგულება კანონიკური სამართლის ნორმებისა და მართლმადიდებლებს შორის თანამშრომლობის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისადმი, აგრეთვე მისი გახსნილობა მსოფლიო მართლმადიდებლობაში შექმნილი სიტუაციის ზოგადმართლმადიდებლური განხილვისას.

 „მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის რღვევის პასუხისმგებლობა მთლიანად პატრიარქ ბართლომეს ეკისრება მისი ანტიკანონიკური ქმედებების გამო“, - ხაზი გაუსვეს რმე-ში.

დასასრულს სინოდმა მხარდაჭერა გამოხატა თავმჯდომარისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსის მიმართ „მათ დგომაში ჭეშმარიტებისთვის და ერთგულებისთვის ეკლესიის კანონიკური ერთობის გამო“.

შეგახსენებთ, სხდომა ტარდებოდა მოსკოვში 23-24 სექტემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით. მჟკ წერდა, რომ რმე-ს სინოდმა დაგმო კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს უკრაინაში ვიზიტი, რომელსაც კანონთა უხეში დარღვევა უწოდა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus