რმე-ს სინოდმა დაგმო ფანარიონის მეთაურის კიევში ვიზიტი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი. ფოტო: patriarchia.ru

მოსკოვში დასრულდა მეუ-ს წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც შეაფასეს პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი კიევში ამა წლის აგვისტოში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დაგმო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი უკრაინაში და უწოდა მას კანონების უხეში დარღვევა. ამის შესახებ ლაპარაკია სინოდის გადაწყვეტილებაში (ჟურნალი № 60), რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე «Патриархия.ru».

სინოდმა დაადგინა, რომ ფანარიონის მეთაურისა და მისი თანმხლები პირების კიევში ვიზიტი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრესა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების მოწვევის გარეშე კანონების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, კერძოდ, სარდიკიის კრების მე-3 კანონისა და ანტიოქიის კრების მე-13 კანონის.

რმე-ს სინოდმა აგრეთვე დაგმო „კონსტანტინოპოლის პატრიარქის ანტიკანონიკური ქმედებები, რომლებიც ახლაც გრძელდება და მართლმადიდებლობის ერთობის ნგრევაზეა მიმართული“ და აღნიშნა „პატრიარქ ბართლომეს შემდგარი ვიზიტის მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ხასიათი და დამოკიდებულება ეკლესიის  გარე ძალებზე“.

შეგახსენებთ, რომ რმე-ს წმინდა სინოდი ჩატარდა მოსკოვში 2021 წლის 23-24 სექტემბერს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus