ფილარეტთან განაცხადეს, რომ დუმენკო არავითარი წინამძღოლი არ არის

ფილარეტ დენისენკო და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: 24.ua

უმე  კს-ში მასმედიას მოუწოდეს ფილარეტისა და ეპიფანეს ტიტულებთან და სტატუსებთან დაკავშირებით გასცენ სწორი ინფორმაცია.

ფილარეტ დენისენკო - არაა “საპატიო პატრიარქი“, ხოლო ეპიფანე-არაა მეუ-ს წინამძღოლი. ამაზე „კიევის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა“ ანდრეი მარუცაკმა განუცხადა მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებს მიმართვაში, რომელიც გამოქვეყნდა უმე კს-ს Facebook გვერდზე ოთხშაბათს, 22 სექტემბერს.

„უწმინდესი ფილარეტი არაა არავითარი „საპატიო პატრიარქი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა“, როგორც არასწორად გადმოსცემს ზოგიერთი მას-მედია,- განაცხადა უმე კს-ს „იერარქმა“.- ეს აშკარა ფეიკია და სიცრუე, რომელიც მოწოდებულია დამალოს ღალატი და მიტროპოლიტ ეპიფანეს ნამდვილი ამორალური დამოკიდებულება თავისი სულიერი მამის, ფილარეტის მიმართ“.

მან აღნიშნა, რომ ფილარეტი არის ცალკე კონფესიის მეთაური და „რეალური, და არა საპატიო პატრიარქი, ხოლო „მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო) არ წარმოადგენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, რადგანაც ის არ აურჩევიათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაზე“.

„მიტროპოლიტ ეპიფანეს (დუმენკო) მეთაურად ყოფნა ეკლესიის სათავეში არაკანონიკურია. ეს სიმართლეა, რომელიც უნდა იცოდნენ არამარტო ეკლესიურმა ადამიანებმა, არამედ მთელმა უკრაინულმა საზოგადოებამ“,- დაამატა მარუცაკმა, მოუწოდა მასმედიას გაითვალისწინონ უმე კს-ს ეს რჩევები და მიიტანონ ადამიანებამდე სწორი ინფორმაცია.

ადრე უმე კს-ში აღშფოთდნენ იმის გამო, რომ ფილარეტი არ მიიწვიეს უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე და განაცხადეს, რომ არ შეიძლება სხვისი პატრიარქის პატივისცემა, საკუთარის დამცირების ხარჯზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus