კვიპროსის მთავრობამ გააუქმა შეხვედრა ფანარიონის არქიეპისკოპიის მეთაურთან

23 სექტემბერი 2021 23:30
68
არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი. ფოტო: orthodoxia.info არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი. ფოტო: orthodoxia.info

ორი ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ შეხვდეს აშშ-ში ფანარიონის იერარქს ,რომელმაც მონაწილეობა მიიღო „თურქული ცენტრის“ გახსნაში  ნიუ-იორკში.

2021 წლის 22 სექტემბერს ბერძნული მასმედია იუწყებოდა, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტადიადისმა გააუქმეს თავისი შეხვედრა აშშ-ში ფანარიონის არქიეპისკოპიის მეთაურთან  ელპიდოფორთან.

დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე კვიპროსის პრეზიდენტმაც, რომლებიც იმყოფებიან ამერიკაში გაეროს ასამბლეაში სამუშაო ვიზიტით, მას შემდეგ, რაც არქიეპისკოპოსმა ელპიდოროფმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში „თურქული ცენტრის“ გახსნაში.

ადრე მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 20 სექტემბერს ფანარიონის არქიეპისკოპიის მეთაურმა აშშ-ში არქიეპისკოპოსმა ელპიდოროფმა (ლამბრინიადისი) მონაწილეობა მიიღო „თურქული ცენტრის“ გახსნაში ნიუ-იორკში.

ფანარიონის ამერიკელმა არქიეპისკოპოსმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ერდოგანთან ერთად, და ასევე თურქეთის რესპუბლიკის ეგრეთწოდებული ჩრდილოეთ კვიპროსის მეთაურთან ერსინ თათართან და სხვა სტუმრებთან ერთად გაჭრეს სიმბოლური ლენტა “Turkish House”-ის გახსნაზე ნიუ-იორკში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ