კრივოი როგში მეუ-ს ტაძრის ნაცვლად სავაჭრო ცენტრს ააშენებენ, - მასმედია

სავაჭრო ცენტრი, რომელსაც მეუ-ს ეკლესიის ტერიტორიაზე ააშენებენ. ფოტო: 0564.ua

ზარეჩნაიაზე,  წმინდა იურის ტაძრის მშენებლობისთვის  ადგილი  მეუ-ს „მღვდელმთავარმა“ სვიმეონ ზინკევიჩმა „აკურთხა“ ჯერ კიდევ კს უმე-ში ყოფნისას, 2016 წელს.

კრივოი როგში მეუ-ს ტაძრის ნაცვლად დაიწყეს „ეპიცენტრის“ მშენებლობა, იუწყება ქალაქის საიტი 0564.ua.

 „ამ კვირაში ზარეჩნაიას 5 მკრნ.-ის  №26 სახლთან, უშენ ადგილას, სადაც იგეგმებოდა წმინდა იურის ეკლესიის მშენებლობა (მეუ), დაიწყეს სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა. მშენებლობის ტეროტორია შემოღობეს და აამოქმედეს სამშენებლო ტექნიკა. საინფორმაციო ფირფიტაზე მითითებულია, რომ მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება რეგისტრირებულია კრივოი როგის ქალაქის აღმასკომის  არქიტექტურულ-სამშენებლო სახელმწიფო კონტროლის საკითხების განყოფილების მიერ“, - იუწყებოდა საინფორმაციო რესურსი კვირას, 2021 წლის 19 სექტემბერს.

ქალაქის საიტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ხის ჯვარი, აღმართული მეუ-ს ტაძრის მშენებლობის ადგილზე, არაერთხელ გაუტეხევთ უცნობ პირებს.

ადგილობრივმა „მღვდელმთავარმა“ სვიმეონ (ოლეგ) ზინკევიჩმა „აკურთხა“ ეს ადგილი წმინდა იურის ტაძრის მშენებლობისთვის 2016 წელს, ჯერ კიდევ კს უმეს-ს „ეპისკოპოსად“ ყოფნისას. „ეპარქიისა და უკრაინის ეკლესიის არაგულგრილ მორწმუნეთა მცდელობებით, გაჩნდა შესაძლებლობა ჩვენი სულიერების მშენებლობის აღორძინებისა“, - განმარტეს მაშინ მის ეპარქიაში.

მჟკ აგრეთვე წერდა, რომ ლვოვში დუმენკომ „აკურთხა“ ადგილი მეუ-ს ტაძრის მშენებლობისთვის ნაკვეთზე, რომელიც გამოყოფილი იყო უმე-ს თემისთვის.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus