ქსელში გაიხსენეს, რომ XIX ს.-ში უნიატი იერარქები რუსულ სამყაროზე ზრუნავდნენ

უბკე-ს მიტროპოლიტის მიხეილ ლევიცკის პორტრეტი. ფოტო: wikipedia

გაზეთებში, რომლებიც გამოდიოდნენ ლვოვში XIX საუკუნის შუა წლებში, ტერმინს „რუსული სამყარო“ იყენებდნენ ბერძენ კათოლიკებთან მიმართებაში.

XIX საუკუნეში უნიატი იერარქები ზრუნავდნენ „რუსულ სამყაროზე“. ეს გაიხსენეს Історія України-ს тг-არხზე და გამოაქვეყნეს იმ პერიოდის ლვოვის გაზეთში განთავსებული შენიშვნის ფოტო.

მაგალითად, «Галичо-руском вестник»-ში, რომელიც გამოვიდა ლვოვში 1849 წლის ივლისში, სტატიის ავტორი იუწყება ბერძენ-კათოლიკე  მიტროპოლიტის მიხეილ ლევიცკის ავადმყოფობის შესახებ (უბკე-ის მეთაური 1816 – 1858 წწ. - რედ.) და უსურვა მას გამოჯანმრთელება, რომ შემდგომშიც სულიერად  ასაზრდოოს  რუსული სამყაროს სამწყსო“ (გაზეთის ციფრული ვერსია წარმოდგენილია სერვისზე Calaméo, შენიშვნა უნიატი მიტროპოლიტის შესახებ - გვ. 8, - რედ.).

 «Галичо-руский вестник» (Галичо-Рускій Вѣстникъ) – ავსტრიული საიმპერეტორო სამთავრობო გაზეთია, რომელიც გამოდიოდა ლემბერგში (ლვოვის დასახელება მისი ისტორიის ავსტრიულ და ავსტრო-უნგრულ პერიოდებში) რუსულ ენაზე 1849 წლის ივლისიდან 1850 წლის თებერვლამდე.

ჩვენს დროში უნიატები აქტიურ ბრძოლას აწარმოებენ „რუსულ სამყაროსთან“. მაგალითად, ლვოვის ოლქის ზოლოჩევში ისინი გახდნენ უმე-ს მღვდლის ოჯახის დევნის მონაწილეები, რადგან, როგორც განმარტა უბკე-ს კლირიკოსმა ნიკოლოზ მანდრიკმა, „ისინი (უმე-ს წარმომადგენლები, - რედ.) ვირთხებივით ძვრებიან სოროებიდან და ცდილობენ აქ „რუსული სამყაროს“ დანერგვას“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus